დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №725
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბ. კვეზერელი) უზრუნველყოს:
ა) პროგრამა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფერავის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების ღონისძიებების“ ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფერავის ჯიშის ვენახის შემცირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის გაცემა; ერთ ჰექტარ ფართობზე გაიცეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) პროგრამა „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების ღონისძიებების“ ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის შემცირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარის გაცემა; ერთ ჰექტარ ფართობზე გაიცეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები