„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის №168 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
210
12/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
000000000.00(0).000.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის №168 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 210

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის 168 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის 168 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო­სა­თვის საქართ­ვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქარ­თველოს კანონის მე-13 მუხლისა და 36-ე მუხლის მე-4 პუნ­ქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს (ე. შარაშიძე) სსიპ – სა­ქარ­თველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გადასაცემად სახელმწიფო პროგრამის იაფი კრედიტის განხორ­ციელების მიზნით საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 90 250 (ოთხმოც­დაათი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი..

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე