დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №209
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 04 03) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდი ირმის ნახტომი პერსონალური კომპიუტერებით აჯილდოებს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 4 მილიონ ლარს, საერთაშორისო ტენდერით შეძენილია 7 070 საბაზო კონფიგურაციის თანამედროვე პორტატული კომპიუტერი – ASUSeee. ერთეულის გეგმური ღირებულება იყო 560 ლარი, ტენდერის გამართვის შემდეგ შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 3 252 200 ლარით, ერთი კომპიუტერის ღირებულება კი – 460 ლარით. პროგრამის ბიუჯეტში დარჩენილია – 747 800 ლარი. პროგრამის ლოგოტიპის ბეჭდვის გამო დაჯილდოებულ მოსწავლეებთან ბანაკების ორგანიზებისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის გათვალისწინებულია – 27 800 ლარი. სარეზერვო თანხა შეადგენს – 720 000 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსით შესაძლებელია დამატებით იქნეს შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა. აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომს მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. ვინაიდან დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის გადაცემა ზემოაღნიშნული ბენეფიციარებისათვის უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დასრულებამდე (1-30 მაისის ჩათვლით) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ შესყიდვისათვის უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამის ვადებთან და ვერ განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებულ პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში („საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 04 03) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ – ფონდ ირმის ნახტომმა უზრუნველყოს დამატებით კომპიუტერული ტექნიკის შეძენის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები