დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №206
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებ ისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1 . განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 150 455 440 (ას ორმოცდაათი მილიონ ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.“ .
2. განკარგულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 13 160 000 (ცამეტი მილიონ ას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. ქ. ქუთაისის მერიას – 8 800 000 (რვა მილიონ რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქის ქუჩების კაპიტალური შეკეთება;
ბ) საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია;
გ) ღვარსადენების რეაბილიტაცია და კაპიტალური შეკეთება;
დ) განათება;
ე) გაზმომარაგება;
ვ) ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შიდა გზების მოხრეშვა-მოასფალტებისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია (2 ხიდ-ბოგირი);
ბ) გაზიფიცირება (სოფ. ზეინდარი);
გ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა.
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქში არსებული შიდა გზების შეკეთება;
ბ) ქალაქში წყლისა და საკანალიზაციო ქსელების შეკეთება.
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სპორტკომპლექსის მშენებლობა;
ბ) შიდა გზების მოვლა-შენახვა;
გ) ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა;
დ) სიმონეთის კლუბისა და ზედა ალისუბნის სპორტდარბაზის კაპიტალური შეკეთება.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პოექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალიტეტის გზების მოწესრიგება;
ბ) საცხოვრებელი კორპუსების სახურავების მოწესრიგება;
გ) სასმელი წყლის მილსადენების რეაბილიტაცია;
დ) ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობა.
7. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გზებისა და ხიდების შეკეთება;
ბ) ფასადების შეკეთება.
8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ბინების სახურავების შეკეთება;
ბ) ასფალტსაფარიანი გზების მიმდინარე შეკეთება;
გ) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (მათ შორის წყალსადენის მიგისტრალის მიმდინარე შეკეთება);
დ) შიდა გზების მოხრეშვა.
9. წყალტუბოს მუნიციპალეტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სარწყავი არხების გაწმენდა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
ბ) სოფლებში წყალსადენების შეკეთება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების შეკეთება;
დ) ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟი.
10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა სასოფლო გზების მოსწორება;
ბ) წყალმომარაგების სისტემის ნაწილობრივი აღდგენა.
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი შიდა გზების, წყლის მაგისტრალის, ხიდების, ბოგირების, სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, სტადიონების რეაბილიტაციისათვის.
12. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოასფალტება და შიდა გზების შეკეთება;
ბ) შიდა გზების მოხრეშვა.“.
3. განკარგულების №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 4 266 000 (ოთხი მილიონ ორას სამოცდაექვსი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 240 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი;
ბ) სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი;
გ) სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა;
დ) სოფელ მისაქციელის წყალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა;
ე) სოფელ წილკნის გაზიფიცირების სამუშაოები;
ვ) წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია;
ბ) სოფ. ზარიძეების შიდა გზების მოხრეშვა;
გ) ჩეკურაანთგორის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
დ) სოფ. ალოტის შიდა გზის რეაბილიტაცია;
ე) ჩეკურაანთგორი-ევჟენტის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;
ვ) სოფ. ომარაულების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ზ) სოფ. ორხევის შიდა გზების რეაბილიტაცია; თიანეთი-არტანის გზის რეაბილიტაცია;
თ) სოფ. დულუზაურების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ი) სოფ. დევენაანთხევის წყალსადენის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია;
კ) სოფ. საყდრიონის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ლ) სოფ. ხევსურთსოფლის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
მ) ღულელები-ბალებისხევი-სიონთგორი-ნადოკრის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბილიტაცია;
ნ) სოფ. თრანის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;
ო) სოფ. მაგრანეთის შიდა გზის რეაბილიტაცია;
პ) სოფ. მაგრანეთის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ჟ) სოფ. ზემო ნაქალაქარის შიდა გზების რეაბილიტაცია;
რ) სოფ. სიმონიანთხევის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ს) სოფ. თოლენჯის წყალსადენის რეაბილიტაცია;
ტ) მელიასხევი-თოლენჯი-სიმონიანთხევი-გორანას დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;
უ) სოფელ ახალსოფლის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდაქსელის მოწყობა და ჩაბანო-ახალსოფლის წყალსადენის მთავარ ქსელთან მიერთება;
ფ) სოფელ ტუშურების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;
ქ) სოფელ ლელოვანის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;
ღ) სოფელ ჯებოტის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია (სოფელ დულუზაურებში მდებარე) და სოფელ ჟებოტაში არსებული წყლის სისტემის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ყ) სოფელ ღულელების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 120 000 (ერთი მილიონ ას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. დუშეთის გარე განათების მოწყობა;
ბ) დუშეთიდან არღუნამდე გზის მოხრეშვა;
გ) სოფ. ძველ ოსებში გზის გაკეთება;
დ) სოფ. ძველ ოსებში სასმელი წყლის მიყვანა;
ე) სოფ. აბანოსხევში სასმელი წყლის მიყვანა;
ვ) სოფ. დავათში სასმელი წყლის მიყვანა;
ზ) სოფ. ჭოპორტში ბაგა-ბაღის რემონტი;
თ) სოფ. ჭოპორტში სტადიონის მოწყობა;
ი) სოფ. ბულაჩაურის სკოლის სახურავის რემონტი;
კ) სოფ. ტონჩისა და კარიაულთკარის გზების მოხრეშვა;
ლ) სოფ. ახალ ტონჩაში სასმელი წყლის მიყვანა;
მ) სოფ. გრიგოლაანთკარის სკოლის შენობის რემონტი;
ნ) სოფ. გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;
ო) სოფ. საკრამულში გზის მოხრეშვა;
პ) სოფ. ლაზვიაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;
ჟ) სოფ. ჩუბინაანთკარიდან სასაფლაოსკენ გადასასვლელი ხიდის მშენებლობა;
რ) დაბა ფასანაურის სტადიონის მოწყობა;
ს) სოფ. ოძისის სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება;
ტ) სოფ. მჭადიჯვრის თემში ტეტიაანთუბანში სასმელი წყლის მიყვანა;
უ) სოფ. მჭადიჯვრის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;
ფ) სოფ. მჭადიჯვარში სტადიონის მოწყობა;
ქ) სოფ. დგნალში (ციხისსოფელი) გზის პრობლემის გადაჭრა;
ღ) სოფ. ციხისძირში სასმელი წყლის მიყვანა;
ყ) სოფ. ჭართალში წყლის მილების გამოცვლა;
შ) დაბა ჟინვალში გარე განათების მოწყობა;
ჩ) სოფ. ბიჩნიგაურებში სასმელი წყლის მიყვანა;
ც) სოფ. გრემისხევის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;
ძ) სოფ. მილახვრიანთკარის გზის მოხრეშვა;
წ) სოფ. მთვარელიაანთკარში სანიაღვრე არხის მოწყობა;
ჭ) დაბა ჟინვალის სტადიონის მოწყობა;
ხ) წყლის მაგისტრალის მშენებლობა.
4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 286 000 (ორას ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი დაბა სტეფანწმინდაში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის.
5. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 830 000 (რვაას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფ. იკოთის გაზიფიცირება;
ბ) სოფ. ბოლის გაზიფიცირება;
გ) სოფ. მოსაბრუნის გაზიფიცირება;
დ) სოფ. ახმაჯის გაზიფიცირება;
ე) მდინარე ქსნის სანაპიროზე გაბიონების მოწყობა.“.
4. განკარგულების №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №7
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 7 749 600 (შვიდი მილიონ შვიდას ორმოცდაცხრა ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 235 000 (სამი მილიონ ორას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა-გაწმენდა;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის გზებისა და ქუჩების რეაბილიტაცია;
გ) გაზიფიცირება;
დ) ქალაქის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;
ე) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
ვ) მუნიციპალიტეტის სოფლებში ავტოტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა;
ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
თ) სპორტული მოედნების მშენებლობა.
2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 368 400 (ერთი მილიონ სამას სამოცდარვა ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) კავთისხევი – სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ბ) გუდალეთის სასმელი წყალი;
გ) გურამიშვილის ქუჩა 3000-ტონიანი შემკრები ავზიდან გამომავალი 600-მეტრიანი ამორტიზებული მაგისტრალის რეაბილიტაცია;
დ) გომის სათავე ნაგებობის შემოღობვა და სანიტარიული ნორმების დაცვა;
ე) ვარჯაანის დასახლების სასმელი წყალი – თევდორესა და ვარძიის ქუჩის სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;
ვ) გორის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა;
ზ) პაატას ქუჩის ორმულის შეკეთება;
თ) გურამიშვილის ქუჩის მოასფალტება;
ი) ხოკრიშვილის ქუჩისა და №2 საჯარო სკოლის მისასვლელი გზის მოასფალტება;
კ) თავისუფლების ქუჩის მოასფალტება;
ლ) ერეკლეს ქუჩის მოასფალტება;
მ) ნინოშვილის ქუჩისა და №1 საჯარო სკოლის საყრდენი კედლის მოწყობა;
ნ) ქალაქის შიდა გზების ორმული შეკეთება;
ო) სარწყავი წყალი;
პ) სოფლის გზების მოხრეშვა და ორმულის შეკეთება;
ჟ) ქ. კასპში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავების შეკეთება;
რ) ქ. კასპში 15 ქუჩის გარე განათების რეაბილიტაცია;
ს) მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 792 600 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) რუის-ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია-აღდგენა;
ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი ბინების სახურავების შეკეთება;
გ) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
დ) ქ. ქარელის ცენტრალური ქუჩის და კულტურის სახლის მიმდებარე პარკის მოწყობა.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 2 353 600 (ორი მილიონ სამას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ხაშურში შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება-რეაბილიტაცია;
ბ) ქ. ხაშურის გზებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების აღდგენა-რეაბილიტაცია (მოხრეშვა);
გ) სოფ. ბრილში ხიდის რეაბილიტაცია;
დ) ქ. ხაშურში ახალი საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა;
ე) ქ. ხაშურში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
ვ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გაზსადენი სისტემის მშენებლობა;
ზ) ქ. ხაშურში, დაბა სურამსა და სოფ. ოსიაურში მდ. სურამულას კალაპოტის გაწმენდა;
თ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გამავალი მდ. სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ი) ქ. ხაშურში სანიაღვრე არხის მოწყობა;
კ) სოფ. სავანისუბანში წყალმომარაგების სამუშაოები;
ლ) ქ. ხაშურში ღამის განათების სისტემის მოწყობა;
მ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში ხელოვნურსაფარიანი 3 (სამი) სპორტული მოედნის მოწყობა;
ნ) ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობა;“.
5. განკარგულების დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №9
სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 306 000 (ორი მილიონ სამას ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) გზების ორმული დამუშავება;
გ) გაზიფიცირება;
დ) საბავშვო ბაღისათვის კოტეჯის ფორმის ხის კონსტრუქციის შეძენა;
ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ვ) საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;
ზ) ქალაქის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარაბლად.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 560 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გაზიფიცირების სამუშაოები;
ბ) მრავალსართულიანი სახლების ფასადების სამუშაოები;
გ) წყლის სათავეების რეაბილიტაცია;
დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;
ე) გარე განათების სამუშაოები;
ვ) სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა;
ზ) მინი-სტადიონის მოწყობა;
თ) ხიდის მშენებლობა;
ი) სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;
ბ) წყლის სათავე-ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;
გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;
დ) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ე) სპორტული კომპლექსის რემონტი;
ვ) მინი-სტადიონის მოწყობა;
ზ) გზის ორმული შეკეთება;
თ) ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები;
ი) გაზიფიცირება.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 198 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) საერთო საცხოვრებლის სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;
ბ) გზების ორმული შეკეთება;
გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
დ) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
ე) სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა;
ვ) ხიდების მოწყობა;
ზ) საბავშვო ბაღის რემონტი.
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 472 000 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქუჩების მოასფალტება;
ბ) სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;
გ) გაზიფიცირების სამუშაოები.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 948 000 (ცხრაას ორმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
ბ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა;
გ) გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
დ) სათავე-ნაგებობების აღდგენა;
ე) სანიაღვრე არხების აღდგენა;
ვ) მინი-სპორტული მოედნების მოწყობა.
7. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 084 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მოასფალტებული გზების ორმული შეკეთება;
ბ) გზების მოხრეშვა;
გ) გარე განათების სამუშაოები;
დ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ე) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
ვ) ჭაბურღილების მოწყობა;
ზ) კულტურის სახლების შეკეთება;
თ) ეკლესიების შეკეთება;
ი) მინი-სტადიონების მოწყობა;
კ) გაბიონის მოწყობა;
ლ) სატრანსფორმატორო პუნქტის გაძლიერება;
მ) საცალფეხო ხიდის შეკეთება;
ნ) საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;
ო) სკვერის მოწყობა;
პ) ხევების გაწმენდა;
ჟ) სპორტდარბაზის მოწყობა;
რ) ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა.
8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 092 000 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გაზიფიცირება;
ბ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
გ) სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
დ) გზების მოხრეშვა;
ე) სასმელი წყლის შიდა ქსელის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
ვ) სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ზ) სპორტული დარბაზის მოწყობა.“.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები