საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
205
08/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №205

2008  წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ პრივატიზებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახუ­რების შესყიდვის მიზ­ნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გან­კარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინე­ბული საკონ­სულტაციო მომსახურების შეუფერხებელი განხორციელებისათვის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე