დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 718 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №718
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტს“ ნება დაერთოს აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებათა მომსახურების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები