თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
717
05/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №717

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

1. „თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანუ­ლი კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწო­ნებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელ­ვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოების წარდგინე­ბები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 8 აგვისტოს №50 და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 9 სექტემბრის 12/1 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზ­ღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიცი­პა­ლიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ეგრეთ წოდებული „ფერიის სასაფლაოსა“ და „ბათუმგორის“ ტერი­ტო­რიების თვით­მმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზ­ღვრებ­ში მოქცევის თაობაზე.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი             გ. მგალობლიშვილი