„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
202
08/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №202

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) მიეცეთ სესხი: შპს ქუულზონ პლიუსს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და შპს ქართული არომატების კომპანიას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) მიეცეთ სესხი: შპს ბრეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი, შპს მამული 2006-ს – 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სესხის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.;

ბ) განკარგულების მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ერთი წლის გასვლის შემდეგ მსესხებლებს მოეთხოვოთ დარიცხული პროცენტის გადახდა 13-24 თვეზე განაწილებით.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის თავზე.

6. სესხებით სარგებლობის ვადა განისაზღვროს 7 წლით.

7. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით), ან პირველადი გირავნობით. სესხები გაიცეს სესხის უზრუნველყოფის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ.

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოახდინოს ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული კრედიტების სახსრების ხარჯვის დოკუმენტური მონიტორინგი..

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე