დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით უწყვეტი, 24-საათიანი მომარაგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის განხილვისა და შესაბამისი წინადადების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №200
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით უწყვეტი, 24-საათიანი მომარაგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის განხილვისა და შესაბამისი წინადადების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მთავრობის ერთობლივი წინადადებები და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი „თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით უწყვეტი, 24-საათიანი მომარაგების შესახებ“.
2. განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს და ეთხოვოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება შპს „რუსთავწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის, შპს „საქწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის, შპს „მცხეთაწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილისა და შპს „თბილისის წყლის“ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 100% წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Multiplex Energy Limited“-ისათვის გადაცემის თაობაზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები