სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 714
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
714
05/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
000000000.00(0).000.000000
სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №714

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მოსახლეობის გაზიფიკაციის პროგ­რამის განხორციელების, კერძოდ, ახალციხისა და ასპინ­ძის მუნიცი­პა­ლიტეტების მოსახლეობის გაზიფიცირების ხელშესაწყობად ,,სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკ­ვეთის მშენებლობის პროექ­ტის“ გადაუდებელ რეჟიმში გან­ხორ­ციელების მიზნით:

1. ეთხოვოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციას“, რომ საკუთარი სახსრებით შესაძლოდ მოკლე ვა­დებ­ში უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილო­მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო ღონის­ძიებათა განხორციელება.

2. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო­რა­ციამ“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსა­დენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო პროექტირებისა და მშენებ­ლობასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადებები „სამხრეთ საქართველოს მაგის­ტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის” გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათა­ვისუფლების შესახებ.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­­ტრომ უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოს მაგის­ტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილო­მეტ­რიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო სახელ­მწიფო საკუთრებაში არსე­ბუ­ლი მიწის ნაკვეთების გამო­ყოფა კანონმდებლობით დად­გენილი წესით.

5. ეთხოვოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამ­გე­ო­ბებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონ­მდებლობის თანახმად უზრუნველყონ ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი წარმოები­სათ­ვის საჭირო ღონის­ძიებათა განხორციელება.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           გ. მგალობლიშვილი