„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 713
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
713
03/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 03/11/2008
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №713

2008 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირვე­ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „სა­ქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად დაზია­ნე­ბული შენობების რეაბილიტაციისა და დაზარალებული მო­სახ­ლე­ობისათვის კომპენსაციის გაცემის მი­ზ­­­ნით მუნიციპალიტე­ტების გამგეობებს გამოუყოს 6 350 000 (ექვ­სი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი;

გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი