საქართველოსა და კომპანია „Tramex International Inc.“-ის წილის მფლობელებს იოანის კარდასოპოლუსსა და რონი ფუქსს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 901
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
901
23/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 23/12/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და კომპანია „Tramex International Inc.“-ის წილის მფლობელებს იოანის კარდასოპოლუსსა და რონი ფუქსს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №901

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და კომპანია „Tramex International Inc.“-ის წილის მფლობელებს იოანის კარდასოპოლუსსა და რონი ფუქსს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კომპანია „Tramex International Inc.“-ის წილის მფლობელების იოანის კარდასოპოლუსისა და რონი ფუქსის წარმომადგენელ იურიდიულ კომპანია „Skadden, Arps, Slate, Meagher &Flom (UK) LLP“-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით:

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მორიგების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის განსაზღვრა და მისთვის სათანადო უფლებამოსილების მინიჭება.

2. საქართველოსა და კომპანია „Tramex International Inc.“-ის წილის მფლობელების იოანის კარდასოპოლუსისა და რონი ფუქსის წარმომადგენელ იურიდიულ კომპანია „Skadden, Arps, Slate, Meagher &Flom (UK) LLP“-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს მხარეთა მიერ განსაზღვრული თანხის გამოყოფა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად გადარიცხვა კომპანია Skadden, Arps, Slate, Meagher &Flom (UK) LLP“-ის ანგარიშზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი                                        ნ. გილაური