დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 26/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.085 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №86
2004 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ლიკვიდაცია.
2. ლიკვიდირებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ფუნქციები გადაეცეს მათ უფლებამონაცვლეს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო პროცესების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები