„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №273 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №273 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 883
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
883
17/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/12/2008
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №273 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №883

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №273 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №273 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 610 000 (ექვსას ათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად;

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 200 000 (ორასი ათასი) ლარი გზების რეაბილიტაცია-მოასფალტების განსახორციელებლად;

გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი სახლების გადახურვის მიზნით;

დ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, სოფელ ხეითის სასმელი წყლის სისტემისათვის მილების შესაძენად, სათემო კავშირ „განახლებული ონისათვის“;

ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი სოფლების წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 გ. მგალობლიშვილი