კომპანიების „IZEE ENTERPRISES LLC“-ის, „Lazer-2 Tbilisi LTD“-ისა და „Café Rustaveli LTD“-ის საარბიტრაჟო სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
კომპანიების „IZEE ENTERPRISES LLC“-ის, „Lazer-2 Tbilisi LTD“-ისა და „Café Rustaveli LTD“-ის საარბიტრაჟო სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 866
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
866
10/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
000000000.00(0).000.000000
კომპანიების „IZEE ENTERPRISES LLC“-ის, „Lazer-2 Tbilisi LTD“-ისა და „Café Rustaveli LTD“-ის საარბიტრაჟო სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №866

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

კომპანიების „IZEE ENTERPRISES LLC“-ის, „Lazer-2 Tbilisi LTD“-ისა და „Café Rustaveli LTD“-ის საარბიტრაჟო სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

კომპანიების „Izee Enterprises LLC“-ის, „Lazer-2 Tbilisi LTD“-ისა და „Café Rustaveli LTD“-ის წარმომადგენელი იურიდიული კომპანია „Crowell&Moring LLP“-ისაგან მიღებული საარბიტრაჟო შეტყობინების საფუძველზე UNCITRAL-ის წესების თანახმად ჩამოსაყალიბებელ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელებისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ზ. ადეიშვილი)

 უზრუნველყოს:

ა) საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;

ბ) შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. მგალობლიშვილი