საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბრის მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბრის მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 864
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
864
10/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბრის მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №864

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბრის მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბერს ქ. ბაქოში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2008 წლის 15 დეკემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან ბუნებრივი გაზის მოწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და ზემოაღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სისრულეში მოყვანის მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. მგალობლიშვილი