„ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 863
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
863
10/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
000000000.00(0).000.000000
„ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №863

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შპს „სპეცენერგორემონტს“, შპს „მშენსერვისი – 2002-ს“, შპს „მერკური პლიუსს“, შპს „ტრანფიბერ – სერვისს“, შპს ,,ეკო – ენერგიას“, შპს „მერკურს“, შპს „ლუმენს“, შპს ,,კაშხალს“, შპს „უბიხი 2006-ს“, შპს „თანს“, შპს ,,სპეცენერგოსერვისი – 2000-ს“, შპს „ჰიდროგეოენერგოცენტრს“, ავსტრიულ-გერმანულ კომპანია „ვოიტ-სიმენსს“, უკრაინულ კომპანია „ზაპოროჟტრანსფორმატორს“, უკრაინულ კომპანია „ტურბოატომს“, სს „საქჰიდროენერგომშენს“, სს „ჰიდროსპეცგვირაბმშენს“–„ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჰიდროელექტროსადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. მგალობლიშვილი