„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №784 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 859
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
859
10/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
000000000.00(0).000.000000
„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №784 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №859

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №784 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №784 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აანაზღაუროს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ორგანიზებულად ჩასახლების ობიქტების აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრისათვის დასუფთავების, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მომსახურების საფასური შესაბამისი მომსახურე ორგანიზაციებიდან წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                                                            გ. მგალობლიშვილი