სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 10.0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 858
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
858
10/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 10.0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №858

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 10.0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის №11 სხდომის ოქმი) და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ: კვალითის სატყეოს №9 კვარტალისა და №10 კვარტალის №10 ლიტერში მდებარე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) 8.5 ჰა და ყოფილი ალისუბნის სატყეოს №5 კვარტალის №3 ლიტერში მდებარე (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) 1.5 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. მგალობლიშვილი