საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 842
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
842
03/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №842

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  1. ბოლო წლებში შექმნილმა ზოგიერთმა სათათბირო ორგანომ შეასრულა დაკისრებული ამოცანები ან ამოწურა უფლებამოსილების ვადა. ადგილი აქვს კომისიათა ფუნქციების დუბლირებასაც. შეიქმნა ახალი სათათბირო ორგანოები, რომელთაც შეითავსეს წინამორბედთა ძირითადი ფუნქციები. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად ცალკეული სათათბირო ორგანოების უფლებამოსილებები გადავიდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაში, რაც აზრს უკარგავს ამ სათათბირო ორგანოთა

  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათათბირო ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, ოპტიმიზაციისა და გამსხვილების ფარგლებში ზოგიერთი სათათბირო ორგანოს გაუქმებისა და მათი ფუნქციების სხვა სათათბირო ორგანოებისათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №65 განკარგულება;

ბ) „საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №597 განკარგულება;

გ) „2006 წლის თებერვალში ქ. თბილისში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის №507 განკარგულება;

დ) „თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” უკრაინის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების განხორციელების მიზნით საქართველო-უკრაინის საკოორდინაციო ჯგუფის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №550 განკარგულება;

ე) „სს „თბილსრესში” არსებული სიტუაციის გარკვევისა და მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლო მექანიზმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №29 განკარგულება;

ვ) „აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან წალკის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ეკოლოგიური მიგრაციის პროცესის მარეგულირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №40 განკარგულება;

ზ) „აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაჭრისათვის ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების საფუძველზე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 13 ივნისის №242 განკარგულება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    გ. მგალობლიშვილი