ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
835
03/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
000000000.00(0).000.000000
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №835

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების უზრუნველსაყოფად 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურ „მეჯვრისხევთან” დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) მისთვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს 59 209 (ორმოცდაცხრამეტი ათას ორას ცხრა) ლარის გამოყოფა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგებისათვის 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურ „მეჯვრისხევიდან” 3,2 კმ სიგრძის 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველსაყოფად.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი