„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016234
01-2/ნ
10/01/2014
ვებგვერდი, 10/01/2014
470230000.22.035.016234
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-2/ნ

2014 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების (სსმ III, 10.04.2009  N45 მუხ. 509) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაცია შესაძლებელია, განხორციელდეს კონკრეტული საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ფარგლებში, ასევე კონკრეტული საექიმო სპეციალობ(ებ)ის:           

ა) მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის დადგენილი (გადამზადების) კურსის ფარგლებში;

ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის  ფარგლებში.“;

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აფილირებულ დაწესებულებას/სასწავლებელს, უფლება აქვს საბჭოსთან შეთანხმებით:

ა) სათანადო სიმძლავრეების არსებობის შემთხვევაში, მოიპოვოს აკრედიტაცია  იგივე სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით;

ბ) გახდეს სხვა აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის კონტრაქტორი იგივე პროგრამის მოდულ(ებ)ის ფარგლებში, მოდულ(ებ)ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით;

გ) მოიპოვოს აკრედიტაცია იგივე პროგრამის ცალკეული მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით, მოდულ(ებ)ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით.“.

2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის მათი მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას / სასწავლებელს:

ა) იმ სარეზიდენტო პროგრამის (მ.შ. მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილი (გადამზადების) კურსის, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის) ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის (კურსის) ხანგრძლივობის ვადებში;

ბ) იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია მოდულის ხანგრძლივობის ვადებში.“;

ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

     „32. სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, აკრედიტაციისას, დამატებით განისაზღვრება რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა – ლიმიტი (კვოტა)  პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის ფარგლებში.“.

3. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში  რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მზადება 2013 წლის 19 დეკემბრის შემდეგ განხორციელდეს 2013 წლის 19 დეკემბრის შემდგომ აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის შესაბამისად და იმ ლიმიტის (კვოტის) ფარგლებში, რომელიც მათ მიენიჭათ 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

2. 2013 წლის 19 დეკემბრის შემდგომ აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ით მზადების დაწყებამდე აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია მხოლოდ იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელიც დაემატა ხსენებულ პროგრამას ან რომელმაც განიცადა შინაარსობრივი ცვლილება. აღნიშნულ შემთხვევაში აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, სტომატოლოგიური სპეციალობების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში - სააკრედიტაციო ვიზიტის  გარეშე, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის და საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის მოდულების ფარგლებში დამატებითი აკრედიტაციის განხორციელებისას შესაძლებელია, საბჭოსთან შეთანხმებით, ლიმიტის (კვოტის) კორექტირება პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.“.

4. დანართი 2.1-ის ცხრილი II (კლინიკური რესურსი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
ა) მე-2 პუნქტის „ბ“, ,,გ“ და ,,დ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თერაპიული პროფილი  - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);

გ) ქირურგიული პროფილი -  საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);

დ) პედიატრიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);“;

ბ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ზოგადი და რეგიონული (სპინალური, პერიდურული და წნულოვანი) გაუტკივარებით ჩატარებულ არანაკლებ 70 ოპერაციაზე.“;

გ) 41  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილის შემთხვევაში - მხოლოდ ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

II. კლინიკური რესურსი

სამედიცინო მომსახურების/ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი (აფილირებული დაწესებულებების/სასწავლებლებისა და შესაბამისი მომსახურების/ სერვისების  მითითებით)

ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი

სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი

ამბულატორიულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების საერთო რაოდენობა

სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის ფარგლებში

ამბულატორიული დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული საწოლების რაოდენობა (განყოფილების და/ან პროფილის მითითებით)

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების მითითებით (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში -მშობიარობების რაოდენობები)

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

ზოგადი და რეგიონული (სპინალური, პერიდურული და წნულოვანი) გაუტკივარებით ჩატარებული ოპერაციების  რიცხვი

კონკრეტული პროგრამის/

მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით

დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში

1.დიაგნოსტიკური

2. სამკურნალო

3.პროფილაქტიკური

მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის/ მოდულ(ებ)ის ფარგლებში