„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016737
02/ნ
08/01/2014
ვებგვერდი, 08/01/2014
430010000.22.022.016737
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №02/ნ

2014 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 163, 14/12/2010; სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016036) განხორციელდეს ცვლილება და ბრძანების:
1. მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/ სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):

ა) 010152 პროფესიული სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,010152 მებაღე (დეკორატიული მცენარეების)“;

ბ) 110105 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,110105 არქიტექტურაში ფერისა და განათების დიზაინი“;

გ) 110601 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,110601 არქიტექტურულ ობიექტთა რესტავრაცია“.

2. მე-5 პუნქტით დამტკიცებული „კვალიფიკაციის ფორმირების წესის“ (დანართი №5) პირველი მუხლის:

ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ამ ბრძანების დანართი №4-ით გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/ სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, ხოლო არსებულის შეცვლის ან ამოღების მოთხოვნით განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად წელიწადში ორჯერ. მიმართვის ვადები დგინდება ყოველწლიურად, ცენტრის დირექტორის მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის წესი და განხილვის პროცესში მონაწილე სუბიექტთა წრე (მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულება და სხვ.) დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

4. ცენტრი, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად არკვევს მიმართულების, დარგის/ სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატების, შეცვლის ან ჩამონათვალიდან ამოღების თაობაზე.“;

 ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატება არის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე