საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.017573
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
405
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
480040030.10.003.017573
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 18/06/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №405

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქარ­თვე­ლოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონ­სულო დაწესე­ბულე­ბე­ბის   გახსნისა   და   საკონსულო   დაწე­სებუ­ლებების   მუშაკთა   და­ნიშ­ვ­ნის   წესების შესახებ“ თანდართული დე­ბუ­ლება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1

აღნიშნული დებულება განსაზღვრავს საქართველოში საზღვარ­გარე­თის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნის, სა­კონ­სულო დაწესებულებათა მეთაურებისა და საკონსულო დაწესებულე­ბების მუშაკთა ფუნქციების შესასრულებლად დაშვების წესებს.

მუხლი 2

აღნიშნული დებულების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე იმ საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც მეთაურობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.

მუხლი 3

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნე­ლო­ბა:

ა) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონ­სუ­ლოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;

ბ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწე­სე­ბულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;

გ) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პიროვნებას, რო­მელ­საც დავალებული აქვს იმოქმედოს, როგორც ასეთმა;

დ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შო­რის, საკონსულო დაწესებულებების მეთაურს, რომელსაც დავა­ლე­ბუ­ლი აქვს შეასრულოს საკონსულო ფუნქციები;

ე) „საკონსულოს მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ადმი­ნისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს ასრულებს საკონსულო დაწესე­ბულებებში;

ვ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომე­ლიც ასრულებს საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეო­ბას;

ზ) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულოს თანა­მ­დე­ბობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსო­ნალის მუშაკებს;

თ) „საკონსულო პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს საკონსულო თანამდე­ბო­ბის პირებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, აგრეთვე საკონ­სულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

ი) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ კერძო სამ­სა­ხურ­შია საკონსულო დაწესებულების მუშაკთან;

კ) „ეგზეკვატურა“ _ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ გაცე­მუ­ლი თანხმობა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ თავისი ფუნქციე­ბის შესრულების დაწყების თაობაზე;

ლ) „საკონსულო პატენტი“ _ დოკუმენტი, რომელიც გაიცემა წარმდგენი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ადასტურებს საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნას, განსაზღვრავს საკონსულო ოლქის ფარგლებსა და საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს.

თავი II

საკონსულო დაწესებულების გახსნა

 

მუხლი 4

საქართველოში უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებები იხს­ნე­ბა საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის შეთან­ხმე­ბის საფუძველზე.

მუხლი 5

საკონსულო დაწესებულება გახსნილად მიიჩნევა საქართველოს მთავ­რობის განკარგულების შესაბამისად და საქართველოს საგარეო საქმე­თა სამინისტროს მიერ წარმდგენი სახელმწიფოსათვის გაგზავ­ნი­ლი თანხმობის შემდეგ.

თავი III

საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა და დაშვება ფუნქციების შესასრულებლად

მუხლი 6

საკონსულო   დაწესებულების   მეთაურის   დანიშვნა   ხდება   ,,საკონ­სუ­­ლო   ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენ­ციის, საქართველოს ორმხრივი საკონსულო შეთანხმებისა და მოცე­მული დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 7

საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის საკონსულო დაწესებულების მეთაურად ამა თუ იმ პირის დანიშვნის თაობაზე შესაბამის ნოტას, რომელსაც ერთვის საკონსულოს მეთაურის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები.

მუხლი 8

გადაწყვეტილებას საქართველოში უცხო სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის დაშვების თაობაზე ბრძანებით იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მუხლი 9

საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის მიღების შემდეგ წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ან სხვა არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო დაწესებულების კლასი, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი.

მუხლი 10

1. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ეგზეკვატურის გაცემის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეგზეკვატურის ფორმას ადგენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მას ხელს აწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და ის მოწმდება გერბიანი ბეჭდით.

3. საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო დაწესებულების მეთაურს შესაძლებელია მიეცეს თანხმობა დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის გაცემამდე.

4. საკონსულო თანამდებობის პირებს, გარდა საკონსულო დაწესებულების მეთაურისა, შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.

5. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების განხორციელების შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად დიპლომატიური პერსონალის წევრისგან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საკონსულო პატენტი და, შესაბამისად, გაიცეს ეგზეკვატურა:

ა) გამომდინარე ნაცვალგების პრინციპიდან;

ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში.

მუხლი 11

საკონსულო   დაწესებულების   გახსნასა   და   საკონსულო   დაწესებულების   მეთაურის   მიერ, თუნდაც  დროებით,  თავისი  ოფიციალური  ფუნქციების  შესრულებას  საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ ხელისუფლებასა და საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულებამ და მეთაურმა შეძლოს დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 12

თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს თავისი ფუნქციების შესრულება, და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესის თანახმად მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრება საქართველოში აკრედიტებულ წარმდგენი სახელმწიფოს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს ან წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 13

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ:

ა) საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნის, შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოოდ გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;

ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო პერსონალის მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში, იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი;

გ) იმ საკონსულო დაწესებულების მუშაკების ან კერძო შინამუშაკების დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა.

2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად დროულად.

მუხლი 14

1. საქართველოში აკრედიტებული საკონსულო დაწესებულების თანამშრომლობაზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, გაიცემა მათი პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ბარათები გაიცემა უსასყიდლოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.