დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 13 მარტის N–18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016106 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 13 მარტის N–18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2013 წლის 13 მარტის N–18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016084). |
1.
I-თავში, მუხლი 1–ს დაემატოს – მე–4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. 4 .საკრებულოს აპარატი არ არის იურიდიული პირი. აპარატს აქვს ბეჭედი და ბლანკი. |
2.
II-თავში, მუხლი 4–ს დაემატოს –– ,,დ“–ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) იურიდიულ საკითხთა განყოფილება. |
3.
III-თავს დაემატოს – მუხლი 71 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი – III. მუხლი 71. იურიდიულ საკითხთა განყოფილება: ა) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებლივ აქტებს: ბ) მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღებ სამართლებლივი აქტების მომზადებაში; გ) ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებლივი აქტებისა და სოციალურ–ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში; დ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებლივი აქტების პროექტების სამართლებლივ ექსპერტიზას: ე) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; ვ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებლივი აქტებისკოდიპიკაციას და სისტემატიზაციას: აკონტროლებს მათ შესაბამისპობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებლივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ. ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
4.
III-თავის მე–6 მუხლიდან, ამოღებულ იქნეს –,,ე“– ქვეპუნქტი; |
5.
IV-თავის მე–8 მუხლიდან, ამოღებულ იქნეს –,,ე“ –ქვეპუნქტი; |
6.
V-თავის მე–10 მუხლიდან, ამოღებულ იქნეს – მე–3 –ქვეპუნქტი; |
7.
V-თავში, მუხლი11. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს და შტატებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები