დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016605 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007წ. N186, მუხლი 2105) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს ინსტრუქცია მომზადებულია აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და განსაზღვრავს ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების (შემდგომში - ორგანიზაციების) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.“. |
2.
მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ტ) საოპერაციო საქმიანობა - ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მის ძირითად საქმიანობასთან; უ) არასაოპერაციო საქმიანობა - ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად საქმიანობასთან.“. |
3.
მე-3 მუხლის: |
ა)
მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„71. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით, ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოამზადონ რეკომენდაციები მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად და წარადგინონ ფინანსთა სამინისტროში დასამტკიცებლად.“; |
ბ)
მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12. მთავარი ბუღალტრის მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვების შემთხვევაში (განთავისუფლება, დანიშვნა სხვა თანამდებობაზე, გადასვლა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების გადაცემა უნდა მოხდეს, მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშნული პირისათვის, ხოლო ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში - თანამშრომელზე, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, მიღება/ჩაბარების აქტის საფუძველზე.“. |
4.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კონტროლი ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროულ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებაზე;“. |
5.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერების შეტანის საფუძველს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის ფაქტს.“. |
6.
მე-13 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფინანსური აქტივების და მოთხოვნების ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა შეესაბამება საბიუჯეტო კლასიფიკაციას და წინამდებარე ინსტრუქციით კლასიფიცირებულია მოკლევადიან და გრძელვადიან ფინანსურ აქტივებად და მოთხოვნებად და აისახება ბუღალტრულ ანგარიშებზე:
|
ბ)
35-ე და 36-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. ანგარიში - „მოთხოვნები წინასწარი გადახდებით“ (1430) - მოიცავს: მოთხოვნებს საქონლისა და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით (1431) და მოთხოვნებს აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით (1432). 36. ანგარიშზე – „მოთხოვნები საქონლისა და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით “ (1431) – აღირიცხება მოთხოვნების წარმოქმნა ყველა იმ წინასწარ გადახდილ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოქმნილია ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან გაწეულ წინასწარ გადახდებზე.“; |
გ)
46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„46. ანგარიში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივები და მოთხოვნები“ (1500) მოიცავს: გრძელვადიან სესხებს (1510), აქციებს და სხვა კაპიტალს (1520), სხვა გრძელვადიან ფინანსურ აქტივებს (1530) და სხვა გრძელვადიან მოთხოვნებს (1540).“; |
დ)
49-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 491 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„491.ანგარიშზე – „აქციები და სხვა კაპიტალი“ (1520) – აღირიცხება სახელმწიფო ერთეულების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი აქციები და სხვა კაპიტალი.“; |
ე)
50-ე და 51-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები“ (1530) – აღირიცხება სესხების გარდა სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები. 51. ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები“ (1540) – აღირიცხება მოთხოვნათა კატეგორიები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელს აღემატება.“ |
7.
მე-14 მუხლი: |
ა)
მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ფინანსური აქტივების წარმოქმნა აისახება 1360/1520/1530/1540 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების ან შემოსავლების (6000) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო დაფარვა აისახება 1360/1520/1530/1540 ანგარიშის კრედიტში და ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშების დებეტში. იმ შემთხვევაში, თუ ფულადი სახსრების გენერირება არ ხდება, ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება ხარჯების (7000) ან აქტივების შესაბამისი ანგარიშის დებეტში, 1360/1520/1530/1540 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.“; |
ბ)
25-ე და 26-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
8.
27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. დებიტორის გაკოტრების შემთხვევაში ან დებიტორული დავალიანებების თანხები, რომლებზედაც ძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია, რომელთა ამოღებაზეც სასამართლომ უარი განაცხადა ან რომელთა ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, სახელმწიფო ერთეულებმა შეიძლება ჩამოწერონ აქტივების სხვა მოცულობითი ცვლილებების (8200) ანგარიშიდან – საბიუჯეტო სახსრების შემთხვევაში და არასაოპერაციო ხარჯების (8400) შესაბამისი ანგარიშიდან – ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში. ამავე დროს, უიმედო დებიტორული დავალიანების თანხები აიღება საცნობარო მუხლში – გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება – 03. ვალის ღირებულების ნაწილის ცალმხრივი ჩამოწერა იგივენაირად განიხილება, მაგრამ ვალი შემცირებული თანხის ოდენობით ბალანსზე რჩება.“. |
9.
მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
10.
მე-20 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მატერიალური მარაგების შეძენა აისახება მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200), მოთხოვნები საქონლისა და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით (1431), მოთხოვნები ბარტერით (1410), საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3210) ან სხვა შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“; |
ბ)
71 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
11.
23-ე მუხლის: |
ა)
მე-11პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საბალანსო ღირებულებას და გაყიდვის ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, ნამეტი/შემცირებული თანხა აისახება ძირითადი აქტივების (2100) ანგარიშების დებეტში/კრედიტში და მოგება/ზარალი ფლობიდან (8100) ანგარიშის კრედიტში/დებეტში, ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში, არასაოპერაციო შემოსავლების/ხარჯების (8300/8400) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში/დებეტში. ძირითადი აქტივები გაყიდვის ღირებულებით აისახება ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში და ფინანსური აქტივების და მოთხოვნების (1100-1500) დებეტში.“; |
ბ)
141 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
გ)
მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარის შემთხვევაში ძირითადი აქტივები რჩება მეიჯარის ბალანსზე, ხოლო მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო გადასახდელები და მათზე გაწეული სხვა დანახარჯები (შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობის, აქტივების მოვლა-შენახვის და სხვ. დანახარჯები, გარდა არსებით გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯებისა), აღიარდება ხარჯებად და აისახება საქონლისა და მომსახურების (7200) ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) ან საქონლისა და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3210) ანგარიშის კრედიტში. ამასთან, ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარით აღებული ძირითადი აქტივები აისახება საცნობარო მუხლში – საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები – 01.“. |
12.
29-ე მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფინანსური ვალდებულებების ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა შეესაბამება საბიუჯეტო კლასიფიკაციას და ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სააღრიცხვო სისტემაში „ფინანსური აქტივები და ვალდებულებები და მათზე ოპერაციების“ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებები აღირიცხება შემდეგ ბუღალტრულ ანგარიშებზე:
|
ბ)
მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ანგარიში „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები“ მოიცავს: საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხულ ვალდებულებებს (3210), აქტივების მოწოდებით დარიცხულ ვალდებულებებს (3220), ვალდებულებებს ბარტერით (3230), საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებებს (3240), მომუშავეებთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს (3250), ვალდებულებებს დეპონენტების მიმართ (3260), სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3270) და სხვა მოკლევადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3280).
12. ანგარიშზე – „საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ (3210) – აღირიცხება სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.“; |
გ)
მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ანგარიშზე – „გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი“ (3243) – აღირიცხება ხარჯების და აქტივებით ოპერაციების შედეგად საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულება.“; |
დ)
48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„48. ანგარიში – „გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3330) მოიცავს: მომსახურების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3331), აქტივების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3332) და სხვა გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3333).“.
|
13.
29-ე მუხლის 49-ე და 50-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. ანგარიშზე – „მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3331)– აღირიცხება სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები. „50. ანგარიშზე – „აქტივების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3332)– აღირიცხება არაფინანსური აქტივების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები.“. |
14.
30-ე მუხლის: |
ა)
მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დეპოზიტების, წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრებით, შემოსავლებით და სხვა თანხების მიღებით ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებების წარმოქმნა აღირიცხება 3245 ანგარიშის კრედიტში და წმინდა ღირებულების/საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის (5100/5210) ანგარიშის დებეტში, ხოლო ვალდებულების დაფარვა – 3245 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“; |
ბ)
27-ე პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. სახელმწიფო ერთეულების მიერ საბიუჯეტო სახსრებით წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების ჩამოწერა აისახება კრედიტორული დავალიანებების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და აქტივების სხვა მოცულობითი ცვლილებების (8200) ანგარიშის კრედიტში, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების ჩამოწერა აისახება კრედიტორული დავალიანებების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და არასაოპერაციო შემოსავლების (8300) ანგარიშის კრედიტში.“. |
15.
31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
16.
33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ შემთხვევაში, როცა დებიტორის მიერ მოხდება მობრუნებული თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვა, (საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გაუვლელად და ხაზინის ანგარიშზე დეპოზიტად განთავსების გარეშე), აღრიცხვაში აისახება ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულების წამოქმნა 3246 ანგარიშის კრედიტში და წმინდა ღირებულების/საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის (5100/5210) ანგარიშის დებეტში და მოხდება ვალდებულების გადაფარვა მოთხოვნის ანგარიშით.“. |
17.
34-ე მუხლის: |
ა)
მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბიუჯეტო კლასიფიკაციის ,,შემოსავლების“ მუხლებით განსაზღვრული შემოსავლები აღირიცხება შემდეგ ბუღალტრულ ანგარიშებზე:
|
ბ)
მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა (ანგარიში 6441) – აღირიცხება მიმდინარე მიზნებისათვის მიღებული ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა; დ) კაპიტალური ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა (ანგარიში 6442) – აღირიცხება კაპიტალური მიზნებისათვის მიღებული ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა.“. |
18.
35-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. მიზნობრივი გრანტის მიღება აისახება ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და გრანტების შესაბამისი ანგარიშის (6300) კრედიტში. წლის დასაწყისში მოხდება მაკორექტირებელი ბუღალტრული გატარება - გასულ წელს მიზნობრივი გრანტით აუთვისებელი თანხის - წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშის დებეტსა და ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები შემოსავლების საკასო შესრულებით (3245) ანგარიშის კრედიტში, ამავდროულად, ადგილი ექნება ვალდებულების დაფარვის ოპერაციას - ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები შემოსავლების საკასო შესრულებით (3245) ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების ანგარიშის კრედიტში, ხოლო საანგარიშო წლის ბოლოს გრანტის ფარგლებში გაწეული ხარჯის თანხით უნდა აღიარდეს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება: 1250 ანგარიშის დებეტსა და 4100 ანგარიშის კრედიტში, ამასთან, იმავე თანხით უნდა მოხდეს გრანტის შემოსავლად აღიარების უკუგატარება, გრანტების შესაბამისი ანგარიშის (6300) დებეტსა და ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. |
19.
IX-ს თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სხვა ეკონომიკური ნაკადების და არასაოპერაციო შემოსავლების/ხარჯების აღრიცხვა“ |
20.
41-ე მუხლის შემდეგ დამატებულ იქნას 411 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 411. არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები 1. არასაოპერაციო საქმიანობის აღრიცხვისათვის გამოიყენება არასაოპერაციო შემოსავლების (8300) და არასაოპერაციო ხარჯების (8400) ანგარიშები. 2. არასაოპერაციო შემოსავლების (8300) ანგარიშზე, აღირიცხება ეკონომიკური საქმიანობით წარმოქმნილი შემოსავლები არასაოპერაციო საქმიანობიდან. 3. არასაოპერაციო ხარჯების (8400) ანგარიშზე აღირიცხება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არასაოპერაციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯები.“. |
21.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები