დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017556 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) სისტემატიზებული და დისციპლინური მიდგომით, სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემებისა და პროცედურების, სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენისა და მათი მართვის მექანიზმების, და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი: პ.ა) აფასებს სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობას, გამოავლენს შესაძლო ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად; პ.ბ) გამოავლენს და აფასებს სტრატეგიულ, ფინანსურ, ტექნოლოგიური უსაფრთხოების, რეპუტაციულ, საოპერაციო და კონტროლის რისკებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; პ.გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით; პ.დ) ახორციელებს მონიტორინგს მის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულებაზე; პ.ე) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები