დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 447 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.033.016604 |
447
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
360010010.22.033.016604
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008წ. N61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა - ორგანიზაციის ბალანსი“ (ფორმა N1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
„ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა N3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
3.
„ანგარიში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
4.
„ანგარიში ფულადი გრანტების შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა N4-1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
5.
„ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა N5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
6.
„ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე – ბალანსის დანართი“ ფორმა №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
7.
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან, მეორე თვის 10 რიცხვამდე;“. |
8.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა პერიოდული (1 აპრილის, 1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით) და წლიური ანგარიშგებები წარუდგინონ – ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები