„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016603
446
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
190040000.22.033.016603
„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №446

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
  „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/04/2013 190040000.22.033.016523) დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: 
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური ანგარიშგება - ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის და მისი საქმიანობის შედეგების სტრუქტურირებული ასახვა ანგარიშგების თარიღისათვის.“;

ბ)  24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში (ბალანსი) - ფინანსური ანგარიშგების ნაწილი, რომელიც მოიცავს ფინანსური აქტივების, არაფინანსური აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის მონაცემებს ანგარიშგების თარიღისათვის.“;

გ) 46-ე - 49-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. წმინდა ფულადი სახსრები არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან – არაფინანსური აქტივების (გარდა სხვა მატერიალური მარაგებისა) რეალიზაციით მიღებულ ფულადი სახსრების შემოსულობებსა და არაფინანსური აქტივების (გარდა სხვა მატერიალური მარაგებისა) შეძენაზე გადახდილ ფულადი სახსრების გასავლებს შორის სხვაობა.

47. ფულადი სახსრების პროფიციტი/დეფიციტი – წმინდა ფულად სახსრებს საოპერაციო საქმიანობიდან დამატებული წმინდა ფულადი სახსრები არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან (დადებითი ნიშნით “პროფიციტი”, უარყოფითი ნიშნით “დეფიციტი”).“;

48. წმინდა ფულადი სახსრები ფინანსური საქმიანობიდან - ფინანსური აქტივების წმინდა მიღებით ფულადი სახსრების შემოსულობებსა და წმინდა ვალდებულების წარმოქმნით მიღებულ ფულადი სახსრების შემოსულობების ჯამი.

49. ფინანსური აქტივების წმინდა მიღება, გარდა ფულადი სახსრებისა - ფინანსური აქტივების გასვლით (გარდა ფულადი სახსრებისა) წარმოქმნილ შემოსულობასა და ფინანსური აქტივების მიღებით (გარდა ფულადი სახსრებისა) წარმოქმნილი გასავლებს შორის სხვაობა.“;

დ) 54-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 55-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„55. მესამე პირის გადახდები - უცხოური კრედიტებითა და გრანტებით განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტების ფარგლებში, დონორების მიერ ხაზინის ანგარიშების გაუვლელად პროექტის განმახორციელებლებზე თანხების გადარიცხვა.“.

2. მე-4 მუხლის:
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მესამე პირის მიერ განხორციელებული გადახდები, ორგანიზაციის მიერ, ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარდება როგორც ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.“;

ბ) მე-14 - მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება ასიგნებების ფარგლებში გაწეული საკასო ხარჯების შესაბამისი მოცულობით.

15. ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნობრივი ფონდებიდან საბიუჯეტო ორგანიზაციის

ვალდებულებების დაფარვა, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, ანგარიშგებაში აისახება როგორც ფლობით მიღებული მოგება.

16. ეკონომიკური მოვლენები, საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების პრინციპების გათვალისწინებით, აისახება იმ თვის ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრებში და ანგარიშგებაში, როცა ეკონომიკური მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები წარმოდგენილია ორგანიზაციაში (ორგანიზაციის საბუღალტრო სამსახურში) და არა ეკონომიკური მოვლენის მოხდენის შესაბამისი პერიოდის ანგარიშგებაში, როგორც ამას ითვალისწინებს დარიცხვის მეთოდი.“;

გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ყველა ოპერაცია, რომელიც ზრდის ორგანიზაციის აქტივებს, არის მიღება. ყველა ოპერაცია, რომელიც ამცირებს ორგანიზაციის აქტივებს, გარდა ძირითადი კაპიტალის მოხმარებისა, არის გასვლა.“.

დ) მე-20 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. როდესაც ერთი და იმავე სახის ფინანსური ინსტრუმენტი წარმოადგენს როგორც ფინანსურ აქტივს, ასევე ვალდებულებას, არ ხდება მათი ურთიერთგადაფარვა. ოპერაციები ფინანსური აქტივებით წარმოდგენილი უნდა იყოს ვალდებულებებით განხორციელებული ოპერაციებისაგან განცალკევებით.“;

ზ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. ოპერაციის გარეშე სხვა მოვლენების შედეგად აქტივების/ვალდებულებების მოცულობის ან ღირებულების ცვლილება საბიუჯეტო სახსრების შემთხვევაში განისაზღვრება როგორც ფლობით მიღებული მოგება/ზარალი და გადაიხურება წმინდა ღირებულებაზე, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში, აღიარდება როგორც არასაოპერაციო შემოსავლები და არასაოპერაციო ხარჯები და გადაიხურება მოგება/ზარალის ანგარიშზე.“.

3. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. ფინანსურ ანგარიშგებაში საწყის ნაშთებად მიეთითება წინა წლის საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთები. ამასთან, საწყისი ნაშთების ცვლილება დაუშვებელია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა რეორგანიზაციის, ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევისა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება წლიური ბალანსის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, არაუგვიანეს 1 აპრილამდე.“;

გ) მე-12 - მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მოკლევადიანი აქტივებია:

ა) საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული არაფინანსური აქტივებიდან მატერიალური მარაგები, გარდა სტრატეგიული მარაგებისა;

ბ) აქტივები რომლებიც განკუთვნილია სავაჭრო მიზნებისათვის;

გ) არაფინანსური აქტივები რომელთა რეალიზაცია/მოხმარება მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში;

დ) ფინანსური აქტივები/მოთხოვნები რომელთა მიღება/დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში;

ე) აქტივები, რომლებიც წარმოადგენს ფულად სახსრებს და მის ეკვივალენტებს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მისი გაცვლა ან ვალდებულების დასაფარად გამოყენება შეზღუდულია საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ სულ მცირე 12 თვით მაინც;“

13. ყველა სხვა დანარჩები აქტივები, რომლებიც არ მიეკუთვნება მოკლევადიან აქტივებს გრძელვადიანი აქტივებია.“.

14. ვალდებულებები ითვლება მოკლევადიანად თუ იგი აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

ა) მისი დაფარვა მოსალოდნელია საოპერაციო საქმიანობის ციკლის (საბიუჯეტო წლის) განმავლობაში;

ბ) ძირითადად გამოიყენება სავაჭრო დანიშნულებით;

გ) დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან 1 წლის განმავლობაში და ერთეულს არ გააჩნია ვალდებულების დაფარვის გადავადების უპირობო უფლება, ანგარიშგების თარიღიდან სულ მცირე 12 თვის განმავლობაში.“;

დ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

 „141. ყველა სხვა ვალდებულებები, რომლებიც არ მიეკუთვნება მოკლევადიან ვალდებულებებს გრძელვადიანი ვალდებულებებია.“.

4. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსურ ანგარიშგებას განმარტებით შენიშვნებში დაერთვის დამატებითი ინფორმაცია ფიზიკური ცვეთის, შემთხვევითი დაზიანების ან მორალური ცვეთის შედეგად აქტივების ღირებულების შემცირებაზე, ძირითადი კაპიტალის მოხმარების სახით, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - მომსახურების სააგენტოსთვის განსაკარგავად გადაცემულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე.“

5. დანართი N1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური