საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5036
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.002.917
  • Word
5036
22/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
010.190.030.06.001.002.917
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტი თავისი ბიუჯეტის მეშვეობით, არსებული შესაძლებლობისა და პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ახორციელებს იმ პარლამენტის წევრის საბინაო პირობებით უზრუნველყოფას, რომელსაც არ გააჩნია თბილისში საცხოვრებელი ფართობი. აღნიშნულის შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის განცხადების საფუძვლიანობას, განმცხადებლის ქონებრივ დეკლარაციას (ქონებრივ დეკლარაციაში ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის დაფიქსირების შემთხვევაში, მიუხედავად ბინის მდგომარეობისა, ბინის ქირის თანხა არ გაიცემა) და ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. პარლამენტის წევრი ვალდებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს განცხადების საფუძვლიანობის შესწავლისათვის საჭირო ნებისმიერი დოკუმენტაცია. პარლამენტის ბიუროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს წარუდგენს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას ბინის ქირავნობის შესახებ. ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა ირიცხება ბინის ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულ გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 22 ივნისი.

№5036–Iს