დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.017559 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 152, 14/12/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“: ა) მე-2 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას, ის პირები (ოჯახები), რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ხდებიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლეები. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.“; ბ) მე-5 მუხლის 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „121. ბენეფიციარის მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, ისარგებლოს ამ დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1.3-ით განსაზღვრული პირობებით, უარის თქმის მომდევნო თვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს ამ დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრული გარემოებების (პროგრამის შეწყვეტა) დადგომის თარიღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს. ამ შემთხვევაში, თუ პირი განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას, დაზღვევით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს განცხადებით მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით სარგებლობის უფლებას - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. 2. დანართი №3-ის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები) მე-2 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე; ბ) მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) დიმიტრი მახათაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; დ) დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ე) თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ვ) დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ზ) ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; თ) გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ი) ალექსანდრე ბურჭულაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; კ) ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ლ) ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; მ) ლევან რაზმაძე - სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი; ნ) მამუკა ქაცარავა - ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; ო) ლაშა ნიკოლაძე - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; პ) რევაზ მაჭარაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, კომისიის მდივანი. 11. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. ამასთან, კომისიის წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.), კომისიაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები