„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016265
8
17/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
100040000.22.038.016265
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №8

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებითდამტკიცებულ წესში (სსმ, 100040000.22.038.016037, 22/03/2011)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების წარდგენისას ამ წესის მე-4 მუხლის 31 გათვალისწინებული პირები ვალდებულები არიან წარადგინონ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირების თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტი.

2. მე-4 მუხლის  მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით ხოლო,არასრულწლოვანი  მსჯავრდებულის შემთხვევაში 30  ლარით.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 31პუნქტი:

„31. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუმრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

ბ) მე-6 პუნქტი:

„6. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადასახდის გარეშე.“.

4.  დანართი №1-ის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი