„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017553
392
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
470230000.10.003.017553
„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №392

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/11/2013, 470230000.10.003.017446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების:

1. №9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,220.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

მომსახურების მოცულობა

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2,616.0

2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

1,268.5

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

330.6

4

ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა

226.0

5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

728.4

6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

50.5

სულ:

5,220.0.”.

 

2. №11 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე-9 მუხლი ჩამოყა­ლი­ბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,626.6 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტი

ღონისძიება

ბიუჯეტი
(ათასი ლარი)

1. ამბულატორიული მომსახურება

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება

2,866.0

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

70.0

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია

662.5

2. სტაციონარული მომსახურება

ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება

10,174.0

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

466.5

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

236.6

 

სულ:

14,626.6.”.

                                                                                                                                      

3. №12 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,117.0 ათასი ლარით:

 

კომპონენტი

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

540.0

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

526.5

3

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა

4,050.5

3.1

დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

3,680.5

3.2

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

166.0

3.3

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

204.0

 

სულ:

5,117.0.”.

 

4. №17 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) მე-9 მუხლი (პროგრამის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,160.4 ათასი ლარით:

 

კომპონენტები

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

11,006.3

2

სამედიცინო ტრანსპორტირება

4,125.1

2.1

რეფერალური დახმარება

3,280.9

2.2

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

444.2

2.3

საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა

400.0

3.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები

 29.0

სულ:

15,160.4.”.

 

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქარ­თ­ვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წი­ნა­დადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუ­ხლის  მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს  ცვლილებები „სა­­ქართველოს  2013  წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართ­ვე­ლ­ოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 30 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი