„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017552
385
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
470230000.10.003.017552
„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის  №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბ­ის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/11/2013, 470230000.10.003.017446) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხ­ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:  

„მუხლი 4.  №482 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევე­ბი, რომლებიც დასრულდება 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის პრო­გრა­მების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №482 დადგენილების ფარ­გლებ­ში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან, №482 დადგე­ნი­ლე­ბ­ის „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ სა­ხე­ლმწიფო პროგრამის ,,სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატო­რი­ული შემოწმების“ კომპონენტის ფარგლებში დამდგარი შემთხვევების (2013 წლის 11-14 ნოემბერი) დაფინანსების მიზნით, რომლებიც ვერ იქნა ანაზღაურებული კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ლიმიტის ამო­წურვის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური და­ც­ვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სა­მართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ უზ­რუნველყოს დამატებითი კონტრაქტის გაფორმება იმავე მიმწოდებე­ლ­თან №482 დადგენილებით გათვალისწინებული  პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი