დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.117.016163 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 16/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3774.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 150,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3083,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 540.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3786.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება-12,3ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება კლება 0,0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 40,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 120,000 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვი 68,4 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6,6ათასი ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
სტიქიური, ხანძრისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია ყურადღება მიექცეს პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფას, ასევე მეხანძრეთა პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, ხანძრისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეცტექნიკის არსებული რესურსებისა შენარჩუნება და გაძლიერება. მეხანძრეთა პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვისათვის დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების მოვლა შენახვა და რეაბილიტაცია ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან იზოლირება. 2.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. 2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. 2.2.3. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2014 წელში გათვალისწინებული არის წყალსადენის სისტემების მოვლა შენახვისა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდა საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე დაფინანსდება სკოლისგარეშე განათლება. 3.1. სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 200-ზე მეტი ბავშვი, ნებისმიერი გადასახადის შემოღება შეუძლებელია პროგრამის ფარგლებში. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსწავლე–ახალგაზრდების ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით დაფინანსებულია სკოლისგარეშე აღმზრდელობითი ღონისძიების პროგრამა. პროგრამაში ჩართულია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 60–მდე მოსწავლე. პროგრამაში გათვალისწინებულია, მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორიცაა თეატრალური, ლიტერატურის, ჭრა–კერვის, ზოგადი უნარ–ჩვევების, მათემატიკური, კომპიუტერული, ეკოლოგიური წრეები. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე, მისი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტული პირობების შექმნა განვითარებას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სექციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოსწავლე–ახალგაზრდობას ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტული ვარჯიშის განხორციელებისა თანამედროვე სპორტულ დარბაზებსა და მოედნებზე. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მეცადინეობები და შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: – ფეხბურთი – კალათბურთი – ჭიდაობა – ჭადრაკი – მაგიდის ჩოგბურთი – რაგბი – ცურვა დაფინანსდება პროგრამით გაწერილი ყველა სპორტული ღონისძიება და ხარჯები. 4.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, ასევე მუნიციპალიტეტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება. ქვეპროგრამა განხორციელდება ა.ა.ი.პ. „ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის" სუბსიდირების გზით. 4.1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საფეხბურთო კლუბი „რაჭის“ ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის ა.ა.ი.პ. საფეხბურთი კლუბი “რაჭა“-ს თანამშრომელთა ხელფასები, ბავშვთა ფეხბურთის ჯგუფების სწავლება და სატურნირო ხარჯები . ქვეპროგრამა განხორციელდება შ.პ.ს. საფეხბურთი კლუბი ამბროლაურის “რაჭა“-ს სუბსიდირების გზით. 4.1.3. არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირის ჭიდაობის კლუბი ,,ფალავანი,,–ს ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარების დფინანსება, სადაც შედის მწვრთნელთა ხელფასები, სატურნირო მივლინების ხარჯები. ქვეპროგრამა განხორციელდება ა.ა.ი.პ. ჭიდაობის კლუბი “ფალავანი“-ს სუბსიდირების გზით. 4.1.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ამბროლაურის საცურაო აუზის“, ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სადაც შედის ა.ი.პ.ი. „ამბროლაურის საცურაო აუზის“ თანამშრომელთა ხელფასები და ხარჯები, ქვეპროგრამა განხორციელდება სუბსიდირების გზით. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღისეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 4.2.1. ამბროლაურის კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღისეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება – კულტურის სახლთან არსებული თეატრი და ანსამბლები; – ბიბლიოთეკები; – სახვითი ხელოვნების მუზეუმი; – ძეგლთა დაცვის სამსახური; 4.2.2. სამუსიკო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა.ა.ი.პ. „დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 94-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. 4.2.3 სამხატვრო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა.ა.ი.პ. „უჩა ჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 40-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. 4.2.4. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო მომსახურების შესყიდვა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად. 4.2.5. ახალგაზრდულ ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძნობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნმველყოფს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახლემწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფრერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებას, კერძოდ: 1. გადამდებ-არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. 2.ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან. 3. გარემოს, შრომის ,სასმელი წყლის, საკვების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა. 4.ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით. 5. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა. 6. მოსახლეობის, თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და გაძღოლა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 7. პროფესიული ადამიანური რესურსების განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება. 8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციურ -სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 9. ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა. 10. მტკიცებულებაზე დაფუძვნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნვეყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 5.2.1. ლტოლვილთა და ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება (კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ერთჯერად დახმარებას და გარდაცვლილ ვეტერანის უკვდავყოფისათვის სარიტუალო მომსახურების ხარჯებისათვის დაფინანსებას თითოეულზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). 5.2.2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ახალშობილის ოჯახი (თითოეულ ახალშობილზე 300 ლარით, ხოლო მესამე და შემდგომ ბავშვზე 350 ლარი). დედმამით ობოლი და მარჩენალ დაკარგული 18 წლამდე ინვალიდ ბავშთა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.მრავალშვილიანი ოთხი და მეტი 18 წლამდე ოჯახების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები 200 ლარის ოდენობით, ასევე ფინანსდება ამბროლაურის საცურაო აუზში სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა ვიზიტი. 5.2.3 . სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა ფენებისათვის ყოველდღიურ უფასო ერთჯერად კვებას. მუნიციპალური ბიუჯეტით გამოყოფილ დაფინანსების ფარგლებში. 5.2.4 .ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების წილობრივ დაფინანსებას და დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა ყოველთვიური 150 ლარიან დახმარებას. 5.2.5. სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს ხანძრის შედეგად (საცხოვრებელი სახლი) დაზარალებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სახლის დაზიანების ხარისხის პროცენტული რაოდენობის შესაბამისად არაუმეტეს 7000 ლარი, ამასთან 1991 წლიდან 2011 წლის ჩათვლით დაფინანსდება ხანძრით დაზარალებული მოსახლეობა საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. 5.2.6. მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პროგრამა (06 02 06) აღნიშნულის ფარგლებში შემუშავებულია მგზავრთა გადაყვანის პროგრამა.
|
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 18.
დადგენილების ამოქმედება |
1.
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 01 იანვრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N46 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 10/01/2013; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.117.016130). |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები