დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.168.016096 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 17/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 329,0 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2203,0 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2843.6 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 282,4 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 248,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 398,5 ათასი ლარით. |
2.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება 150,0 ათასი ლარით. |
მუხლი 8.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 20,0 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 9.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 20,0 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
2.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განისაზღვროს სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 145.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 50.0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი; |
2.
|
თავი II
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 12.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების
მოსალოდნელი შედეგი და ინდიკატორები. |
მუხლი 13.
თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00} |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ასიგნებები 397,5 ათასი ლარით. |
1.
საგანგებო სიტუაციების მართვა-----02 01; |
ა)
მიზანი:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით მაშველთა ოპერატიული მოქმედებისთვის ხელშეწყობა; |
ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის მზადყოფნა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების და ხელფასების ანაზღაურებაში. |
გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მუნიციპალიტეტის სამაშველო საქმიანობის გაუმჯობესება, მაშველთა შეუფერხებელი, ოპერატიული გადაადგილება. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია, ზარალის მინიმიზაცია. |
დ)
შეფასების ინდიკატორი:
დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა, სახანძრო შემთხვევებით გამოწვეული ზარალის შემცირებული რაოდენობა. |
2.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება--------02 03. |
ა)
მიზანი:
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელშეწყობა; |
ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება,არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; |
დ)
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საქართველოს სამხედრო ძალებში ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით შევსების მაღალი მაჩვენებელი, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული თვითშეგნების დონის ამაღლება. |
მუხლი 14.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03-00) |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ასიგნებები 1020,6 ათასი ლარის ოდენობით. |
1.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამავდროულად აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტების ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მისი იერსახის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ღონისძიებები. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. |
2.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია_03 01; |
ა)
გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯები 03 01 01; |
ა.ა)
მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; |
ა.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული უკვე რეაბილიტირებული გზების მოვლა შენახვა, კვლავ გაგრძელდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, მოასფალტება. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია. |
ა.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა; |
ა.დ)
შეფასების ინდიკატორი:
რეაბილიტირებული და ახალი გზების ზრდა; გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება. |
ბ)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები----03 01 02. |
ბ.ა)
მიზანი:
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მგზავრთა გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა; |
ბ.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სოფ. ქვ. ბოდბიდან ქალაქ წნორის მიმართულებით მარშრუტის მომსახურების თანადაფინანსება. აღნიშნული მომსახურებით უშუალოდ ისარგებლებენ სოფლების: ქვ. ბოდბის, ზემო ბოდბის, ბოდბისხევის და ქალაქ წნორის მოსახლეობა. |
ბ.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
ადგილობრივი მარშრუტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა; |
ბ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
მუნიციპალური ტრანსპორტით გადაყვანილი კმაყოფილ მგზავრთა რაოდენობა გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება. |
3.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია---03 02
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია და ახალი სისტემების მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
ა)
წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია----03 02 02; |
ა.ა)
მიზანი:
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა; ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. |
ა.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებები. მიმდინარე წელს თითქმის მთლიანად დასრულდება ახალი წყლის მილებით წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახალი ჭაბურღილების მოწყობა, არსებულ ჭაბურღილებზე ტუმბოს მოწყობის სამუშაოები, კერძოდ სოფელ ანაგაში სათავე ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
ა.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება; მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები; |
ა.დ)
შეფასების ინდიკატორი:
რეაბილიტირებული წყლის სისტემების რაოდენობა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა. |
ბ)
გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია-----03 02 03; |
ბ.ა)
მიზანი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. |
ბ.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების არსებული ქსელების ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი წერტილების მოწყობა. |
ბ.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
განათებული ქუჩების რაოდენობა, განათების ინტენსივობა, განათებულ ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილება, კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება. |
ბ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების განათებული ქუჩების ზრდა. |
გ)
გარემოს დაცვითი ღონისძიებები--------03 02 04. |
გ.ა)
საკანალიზაციო და წყალსადინარების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები---03 02 04 01;
|
გ.ბ)
დასუფთავების ღონისძიებები-------03 02 04 02.
|
4.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები----03 03
პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას, შადრევანის და დასასვენებელი პარკების, სკვერების და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობას. |
ა)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, კეთილმოწყობილი გარემო, მოვლილი, გამწვანებული სკვერები და გაზონები, მოსახლეობის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება. |
ბ)
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
მოწესრიგებული შადრევნები, მოვლილი გამწვანება სკვერებსა თუ სხვადასხვა რეკრეაციულ ზონებში; რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა. |
5.
განათლება---პროგრამული კოდი 04 00
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის განათლების ასიგნებები 801,7 ათასი ლარის ოდენობით. |
ა)
სკოლამდელი განათლება---04 01; |
ა.ა)
მიზანი:
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომავალ წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფონქციონერებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების ღიაობა და ხელმისაწვდომობა ყველასათვის. მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი გარემოს ჩამოყალიბება.
|
ა.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. საბავშვო ბაგა-ბაღების საქმიანობის ხელშეწყობა. |
ა.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა; საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდა, აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა. |
ა.დ)
შეფასების ინდიკატორი:
სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღები, სწავლების დონის მაღალი მაჩვენებელი საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესების მიმართ პოზიტიურად განწყობილ მშობელთა რაოდენობა. |
ბ)
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი----04 03. |
ბ.ა)
მიზანი:
თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისათვის განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა; თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის მიერ საკუთარი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა; მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების და თანაბარ კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა, |
ბ.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებად სხვადასხვა წრეებში გაერთიანებული 200 მოსწავლისათვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფას. დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების ხელფასების დაფინანსებას და ხელშეწყობას; |
ბ.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
გამოვლინდებიან ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები; მოსწავლეების მოტივაციის დონის ამაღლება; |
ბ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა. |
6.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი----პროგრამული კოდი -05 00
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების კვლდაკვალ აუცილებელია როგორც სპორტული, ასევე კულტურული ტრადიციების დაცვის და ღირსეული გაგრძელების ღონისძიებების ხელშეწყობა. რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებას და ღირსეულ გაგრძელებას. |
ა)
ა(ა)იპ ,,თ. მათურელის სახ. ხელოვნების კოლეჯი“ პროგრამული კოდი -05 02 01 01; |
ა.ა)
მიზანი:
პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგთა ხელშეწყობაზე და ა. შ.. |
ა.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
მოსწავლე ახალგაზრდებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას და ხელშეწყობას. |
ა.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი აქტიური ჩართვა შესაბამისი განათლების მისაღებად. |
ა.დ)
შეფასების ინდიკატორი:
წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა. |
ბ)
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრი“ პროგრამული კოდი-05 02 01 02; |
ბ.ა)
მიზანი:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება - პოპულარიზაცია; |
ბ.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ხელშეწყობა; წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით; ბიბლიოთეკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება ; საბიბლიოთეკო კვირეულის ჩატარება; ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის ხელშეწყობა; არსებული ექსპონატების დაცვა; მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა მუზეუმების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. |
ბ.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მკითხველის დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა; მუზეუმების პოპულარიზაცია. |
ბ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა;
მუზეუმებში მოწყობილი გამოფენების და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა. |
გ)
ა(ა)ი პ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანება“ პროგრამული კოდი---05 02 01 03; |
გ.ა)
მიზანი:
განსაკუთრებული წარმატებების მქონე მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება; |
გ.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი 5 სამუსიკო სკოლის 400 მოსწავლის და ერთი კომპლექსური სასპორტო სკოლის 160 მოსწავლის შესაბამისი განათლების მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას, სხვადასხვა სპორტული სექციების და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტსმენებისთვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
გ.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მოსახლეობაში ქართული კულტურისა და ტრადიციების განვითარება, მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში, ხელოვნების და ტრადიციების აღორძინება, კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში მიღწეული წარმატებები. სპორტსმენთა წარმატებული შედეგები რეგიონალურ და რესპუბლიკურ ტურნირებში. |
გ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა, სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა. წარმატებულ სპორტსმენთა რაოდენობა. |
დ)
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 05 02 01 04; |
დ.ა)
მიზანი:
თეატრისა და კულტურის პოპულარიზაცია. |
დ.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“, ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლების, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და წრეების, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თეატრისთვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები, ქართული ფოლკლორის საღამოები. |
დ.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
ითვალისწინებს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“ ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლების, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და წრეების სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქვეყნის გარეთ. |
დ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი; მუნიციპალიტეტის ხელოვანთა მიღწევები. |
ე)
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა----05 03. |
ე.ა)
მიზანი:
ახალგაზრდა თაობაში შრომის, მართვის უნარ - ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა . |
ე.ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრინინგ-სემინარები, ფორუმები, სესიები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა); შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, ფესტივალები, სპექტაკლები და სხვა); ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა; ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობების კვირეული, სეზონურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში შეღავათების დაწესება და სხვა); სხვა ღონისძიებები. |
ე.გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალ დონეზე განხორციელებული პროექტები; ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა; ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობების ზრდა; ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. |
ე.დ)
შეფასების ინდიკატორი:
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა; წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა ; საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდობა. |
7.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები
(პროგრამული კოდი---------06 00). |
ა)
ჯანდაცვის პროგრამები--------06 01
პროგრმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ,, საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება, დაავადების გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადების და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ა.ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება----06 01 02.
|
ბ)
სოციალური პროგრამების დაფინანსება----06 02
პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მოსახლეობაში იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის და შაქრიანი დიაბეტის ადრეული გამოვლენის ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს აღნიშნული დავადებების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში დაავადების დროულ გამოვლენას. |
ბ.ა)
ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა--------06 02 01;
|
ბ.ბ)
ბ.ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 06 02 02;
|
ბ.გ)
უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება-06 02 03;
|
ბ.დ)
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები----06 02 04;
|
ბ.ე)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა----06 02 05.
|
ბ.ვ)
სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების დახმარება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები