დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016154 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილების `გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ მე-2 და მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 2 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 11701,7 ათ. ლარით (დანართი №2)“ 1). გადასახადები 3849,8 ათ. ლარის ოდენობით. 2). გრანტები 1718.9 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა. გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ. 1458.9 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი. 3). სხვა შემოსავალები 2717,0 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 91,0 ათ. ლარით (დანართი №2)“ |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი 1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
|
1.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი; |
2.
ათას ლარებში
|
დანართი 2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი 3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი 4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი 5
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11,701.7 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5,134.9 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,717.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9,890.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5,180.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5,271.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 91.0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3,369.8 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3,493.8 ათასი ლარის ოდენობით.
2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3,493.8 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -124.0 ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გასასტუმრებელი ვალდებულებები - 66,0 ათ. ლარი; მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტში გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვა – 58,0 ათ. ლარი |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი - 260,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 210,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 35,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ქლორიანი კირის შეძენა – 10,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისათვის, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მათ აღჭურვაში. მომდევნო წლებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ზემოაღნიშნული ღონისძიებების გაგრძელება სამინისტროს ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციამდე. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება, რასაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი წილი ეთმობა. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების რეაბილიტაცია, ნაწილობრივ ორმული შეკეთება. საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა; 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. დასრულდა ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. 2.2.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა. ასევე წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესრულება. 2.2.3 დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქ გარდაბნის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება - , ხოლო სოფლების შედარებით ნაკლები ინტერვალით და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ექსპლოატაციაში შევა ახალი ნაგავსაყრელი სრული დატვირთვით, რაც გააუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. მაწანწალა ძაღლების გაუვნებელყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 გამწვანებისა და გადაბელვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშო ბაგა-ბაღებში დაწყებით განათლებას იღებს 2000-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს, საიდანაც 30 ლარი იფარება მუნიციპალიტეტის მიერ და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია . 3.2. ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სუბსიდირება ახალგაზრდა თაობის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეპროგრამის დაფინანსებით ხელი ეწყობა ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენას. 4. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულს შეჯიბრებებში, რაც უდავოა რომ ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 4.1.2 სპორტული სკოლების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება სპორცმენების სწავლების დაფინანსება. ქვეპროგრამის განხორციელებით იზრდება დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმატებული სპორცმენები შემდგომ უზრუნველყოფენ რაიონის სახელის გატანას ქვეყნისა და ასევე მსოფლიო დონეზე. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.2. ტელევიზიის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის განხორციელებით ხელი ეწყობა რაიონსი მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და პოპულარიზაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 4.2.3. სახელოვნებო სკოლები ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 250-მდე მოსწავლე; 4.2.4. ბიბლიოთეკები და კულტურის ცენტრები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის , ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და ხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრის. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუზეუმი სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი განახორციელებს სახემწიფოს ეროვნულ კურსს; აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პარტიოტული სულისკვეთებით 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქ. გარდაბანსა და მის ტერიტორიაზე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენის საოპერაციო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვილევოან პრიორიტეტს წარმოადგენს რაიონის მოსახლეობაზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება, რომლებსაც არ შესწევთ საკუთარი სახსრებით უზრუნვეყონ აღნიშნული. 5.2.2 იძულებით გადაადილებულ პირთა სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპრპგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებით დახმარება. 5.2.3 მოსწვლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირებაზე სუბსიდირება, პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით ხელი შეეწყოს გამართულ ფუნქციონირებაში, ამასთან ზემოაღნიშნულ პროგრამას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. 5.2.4 განსაკუთრებული საჭიროების ბავშვთა და მშობელთა საკონსულტაციო ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებშე ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 30 უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ტრანსპორტირება სოფლებიდან ცენტრში და შემდგომ უკან, სპეციალური პროგრმის საშუალებით ხორციელდება უნარშეზღუდული ბავშვებისათვის გაკვეთილების ჩატარება. ქვეპროგრამას გააჩნია ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა. 5.2.5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ვეტერანთა მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ვეტერანების ერთჯერადი მატერიალური დახმარებები. 5.2.6 უპატრონო მიცვალებულთა , დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანხა უპატრონო მიცვალებულების, დევნილებისა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები