დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016164 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 21/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 344,4 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1 750,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 330,2 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 264,2 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 094,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 32,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 32,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 217.9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-217.9) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 110,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 41,7 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56,1 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი. დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 7,2 ათასი ლარი 2.„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი-ს“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
თავი II
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტრეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობის დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო -სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად; აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა; პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. დუშეთში ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. დუშეთში ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) დუშეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა- შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტი მაღალმთიანი სოფლებისათვის, სადაც დიდ თოვლობის დროს ავტოტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. საჰაერო ტრანსპორტი ამ დროს იძენს სასიცოცხლო მნიშვნელობას მაღალმთიანი სოფლებისთვის.
2.1.1 საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება (პროგრამული კოდი 03 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეწყერების, დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი გზების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, შატილსა და არხოტში საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, დასუფთავების ღონისძიებები, მაწანწალა ძაღლების სალიკვიდაციო ღონისძიებები და მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაციისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსება. 2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) დღევანდელ დროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში, რისთვისაც მნიშვნელოვანია სპორტული ობიექტების მშენებლობა, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, რისთვისაც საჭიროა ქალაქის გამწვანება, ბაღების და სკვერების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა.
2.3.1 ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 04 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: - ქალაქის, დაბების, რიგი სოფლების დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში; - გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; - ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნისათვის ტერიტორიის გამწვანება, ნარგავების მოვლა–პატრონობა, გამწვანების ზონაში ყვავილების და სხვა დეკორატიული მცენარეების დარგვა; - ქ. დუშეთის სასაფლაოების მოვლა-პატრონობა.
2.4. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, ექსპერტიზის და ქალქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 06) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს, მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების გათვალისწინებით, შესაბამისი საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. აუცილებელია სამშენებლო– სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. გარდა ამისა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება პანსიონების დაფინანსება მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.
4.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 600-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვების ღირებულება შეადგენს 1.50 ლარს. 2014 წელს დაგეგმილია სოფ. ბულაჩაურის საბავშვო ბაღის გახსნა. 4.2. მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტი აფინანსებს მაღაროსკარის, ბარისახოს და შატილის პანსიონებს. პანსიონებში ბავშვთა რაოდენობა შეადგენს 53-ს. კვების ხარჯი ერთ ბავშვზე შეადგენს 2,40 ლარს, რაც მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. კვების ხარჯების გარდა, მუნიციპალიტეტი აფინანსებს პანსიონების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე აფინანსებს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 5.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. ტარდება მუნიციპალური, რეგიონულ, საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირები ჭიდაობის სხვდასხვა სახეობაში, უმცროს ასაკში, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში, ასევე რეგიონული და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში, ფრენბურთში, ნიჩბოსნობაში, კრივში; დუშეთის სპორტულ სკოლას წარმატებები აქვს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, ფეხბურთში, ფრენბურთში, კრივში, ნიჩბოსნობაში. აღსაზრდელები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკურ ტურნირში, სადაც კარგი მიღწევებით გამოირჩევიან.
5.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, ტურნირის, შეჯიბრების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება.
5.1.2 სასპორტო გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ და მისი ფილიალის სასპორტო სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს სპორტის 10 სახეობა (ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი, ნიჩბოსნობა, კრივი, კარატე, ტანვარჯიში, ძალოსნობა), სადაც მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 400-ს. 5.1.3 საფეხბურთო კლუბ „არაგვის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საფეხბურთო კლუბ „არაგვის“ დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს: საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის საწევრო გადასახადს, ფეხბურთელთა ტრანსპორტირებას და სხვადასხვა ინვენტარისა და უნიფორმის შეძენას. 5.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ღონისძიებების სიმრავლით, რაც ხელს უწყობს, როგორც ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, ასევე მუნიციპალიტეტის, კულტურული სტატუსის დამკვიდრებას. პროგრამა გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენას, მათ ხელშეწყობას და მათი პროექტების მეშვეობით მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ღვაწლმოსილი ხელოვანების სათანადოდ დაფასებასა და მათი შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
5.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა და დაფინანსება. მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება.
5.2.2 სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) სახელოვნებო განათლება ქვეყნის კულტურისა და განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როგორც ქართული კულტურის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ხელოვნების განვითარების, ისე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფის საკითხში. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებს ხატვის, ძერწვის, თექაზე მუშაობის, ლიტერატურის, საეკლესიო საგალობლების წრეები, სადაც სწავლობს 110 მოსწავლე.
5.2.3 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02 03) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2014 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ.დუშეთის ალ. როინაშვილის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა, ანანურის, ფასანაურის და ჭოპორტის სასოფლო ბიბლიოთეკები. აღნიშნული ბიბლოთეკები ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარებას და მოსახლეობის საჭირო ლიტერატურით მომარაგებას. 5.2.4 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება დანიელ ჭონქაძის მემორიალური და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, რაც ხელს უწყობს ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ტურისტების გათვითცნობიერაბას ადგილობრივ კულტურასთან. 5.2.5 კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის ხარჯების დაფინასებას, რომლის ფუნქციაშიც შედის, კულტურის სახლების, მუსიკალური კოლექტივების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლის კოორდინირება. 5.2.6 კულტურის სახლების ხელშეწობა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ.დუშეთის და დაბა ჟინვალის კულტურის სახლები. აღნიშნული კულტურის სახლები ემსახურება პოეზიის საღამოების, ფოლკლორული და თეატრალური ღონისძიებების ჩატარებას. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის სახლთან არსებული ქართული ხალხური საკრავების და სიმღერის ანსამბლი ,,ქალილო’’, რომლის შემადგენლობაშიც 14 წევრია. 5.2.7 ტელემაუწყებლობის და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გაზეთ „დუშეთის მაცნის“ გამოცემასთან დაკავშირებული და ტელემაუწყებლობის საეთერო დროის ხარჯების დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას საკრებულოსა და გამგეობის მუშაობის შესახებ, მუნიციპალიტეტის სიახლეების გაშუქებას და პრობლემების წარმოჩენას. 5.2.8 მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ქ. დუშეთის, დაბა ჟინვალის და დაბა ფასანაურის სამუსიკო სკოლებს, სადაც სწავლობს 161 მოსწავლე, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსსა და მუსიკალურ ფესტივალში. სამუსიკო სკოლების დაფინასება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე მშობელთა შემონატანით. თოთოეულ ბავშვზე სწავლის გადასახდი თვეში შეადგენს 20 ლარს. 5.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
5.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა ქ. დუშეთში წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის კომუნალური ხარჯების დაფინანსებას.
6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი (06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათით უზრუნველყოფას. გრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 6.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; · იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; · იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; · პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. 6.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 6.2.1 სამკურნალო დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალიწინებს შემდეგი კატეგორიების დაფინანსებას: ა) ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები); ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილით; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი); დ) მარტოხელა და 80 წელს გადაცილებული მოხუცები; ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს შემოსავალი არ გააჩნია; ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; ზემოაღნიშნული კატეგორიების სამედიცინო მომსახურების ღირებულება ფინანსდება: Ø 500 ლარამდე – 100%–მდე; Ø 500–1000 ლარამდე – 70%–მდე; Ø 1000-3000 ლარამდე – 55%–მდე; Ø 3000-5000 ლარმადე – 35%–მდე; Ø 5000 ლარიდან ზევით 25%–მდე. ზ) საყოველათაო დაზღვევით მოსარგებლე პირების თანადაფინასება; თ) სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%–მდე დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 6.2.2 სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ერთჯერადი დახმარების სახით 50 ლარიდან 200 ლარამდე ფინანსური დახმარება გაეწევა, გარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს: ა) დროებით უმუშევრებს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნებს. გ) მიუსაფრები, მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი; დ) დიაბეტით და რევმატიული დაავადებების მქონე მოქალაქეებს; ე) I დაII ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლო პირებს; ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე); ზ) დიალეზის პრეპარატზე დამოკიდებულ პირებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში; თ) ონკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე პირებს; ი) მრავალწევრიანი (ხუთი და მეტი) ოჯახები, რომელთა არცერთი წევრი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი. ლ) მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი); მ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის - პირებს, რომელთაც ითავეს მიცვალებულის დაკრძალვა; ნ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით; ო) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი, სამაჩაბლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი);
6.2.3 საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მუშაკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მუშაკების დაფინანსება. 6.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფებისა და სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფას, მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ: ა) ეპილეფსიით დაავადებულებს; ბ) პარკინსონით დაავადებულებს; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-100 000- მდე სარეიტინგო ქულა.
6.2.5 „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 110 ბენეფიციარის დღეში ერთჯერად უფასო კვებას, გარდა კვირა დღისა. ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ხარჯი დღეში შეადგენს 1,70 ლარს.
6.2.6 სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2014 წელს სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახების, აგრეთვე იმ ოჯახების, რომელთა საცხოვრებელ სახლს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა ფულადი დახმარების გაცემა. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს, გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლს ხანძარმა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა 500 ლარის ოდენობით. განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ზღვრულ ოდენობაზე მეტი ფულადი თანხა. 6.2.7 ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე სარიტუალო ხარჯებს 250 ლარის ოდენობით. 6.2.8 დევნილთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. 6.2.9 პროექტის „დღის სოციალური ცენტრი-დუშეთში“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის „დღის სოციალური ცენტრი-დუშეთში“ ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად იზოლირებულ და დაუცველი ოჯახების უმწეობის შემცირებას მათი სოციალური მხარდაჭერით, თემის მობილიზებითა და ადგილობრივი რესურსების გამოყენებით. ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო სემინარები, ტრენინგები და სხვადასხვა სოციალური ღონისძიება. |
თავი III
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 18 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილება. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები