დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016153 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 27/10/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის' დებულება დანართის შესაბამისად |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 13 აგვისტოს №39 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება“
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური |
|
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები |
|
მუხლი 3.
სამსახურის სამუშაო ენა |
სამსახურის საქმისწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. |
მუხლი 4.
სამსახურის ადგილსამყოფელი |
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დ.აღმაშენებლის ქ. №73 |
მუხლი 5.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა; გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; დ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; ე) თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მათი დახმარების ერთჯრადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება. ზ) დახმარებისა და პენსიის მიმღებთა სოციალურ ადაპტაციაზე ზრუნვა. თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის ორგანიზება. ი) სოციალური სტატისტიკის წარმოება იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად ითვლება. კ) დადგენილი ფორმით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ კონტიგენტის აღრიცხვა. ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტიგენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება. მ) ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის განაწილების რეგულირებაში მონაწილეობის მიღება; ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და შემდგომში მისი სწორად საწარმოებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ო) პერიოდულად შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობა. პ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 6.
სამსახურის უფლებამოსილება |
1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; 3. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. |
მუხლი 7.
სამსახურის უფროსი |
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის და საკრებულოს წინაშე. |
მუხლი 8.
სამსახურის მოსამსახურეები |
1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 4. მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
5. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. |
მუხლი 9.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები