დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016018 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
ეს კანონი ადგენს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. |
მუხლი 1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი |
1. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომში – პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც ფუძნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პალატა აერთიანებს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ მეწარმეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილ საწარმოებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს (შემდგომში – მეწარმე სუბიექტი) და მათ გაერთიანებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ. პალატას საწევრო შენატანის დაწესება შეუძლია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით.
3. პალატა ვალდებულია, წელიწადში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას თავისი წევრი მეწარმე სუბიექტების და მათი გაერთიანებების დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. 4. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების, ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე. 5. პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. |
მუხლი 2.
პალატის საქმიანობის პრინციპები |
1. პალატა მის ფუნქციებს ახორციელებს
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“
საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით,
საქართველოსა და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და პალატის წესდების
შესაბამისად.
2. პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. 3. პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება. 4. პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე. |
მუხლი 3.
პალატის მიზნები და ფუნქციები |
1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მეწარმეების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილი საწარმოების
საქმიანობის მხარდაჭერით.
2. პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აფხაზეთი ს ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება. 3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 16.03.2022, №08); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას. 4. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. 5. პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 16 მარტის კანონი N08 - ვებგვერდი, 18.03.2022 წ.
|
მუხლი 4.
პალატის უფლებები |
პალატას უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები; ე) წარმოადგინოს მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები. |
მუხლი 5.
პალატის ფინანსები |
პალატის ფინანსები შედგება:
ა) საწევრო შენატანებისაგან; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან; გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან. |
მუხლი 6.
პალატის მართვა |
1. პალატის ორგანოები არიან:
ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პალატის პრეზიდენტი (შემდგომში – პრეზიდენტი). 2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა (დელეგატთა) ნახევარზე მეტი. 7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. 8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. 9. პალატის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. 12. პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ფარული, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. 13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი. ასევე შეიძლება ჰყავდეს გენერალური დირექტორი. 14. ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პრეზიდენტის ბრძანებით ან წესდებით განსაზღვრული ვიცე-პრეზიდენტი. 15. (ამოღებულია - 16.03.2022, №08). 16. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს. 17. პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით. 18. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 16 მარტის კანონი N08 - ვებგვერდი, 18.03.2022 წ.
|
მუხლი 7. პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი |
პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის კანონი №25 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N23 - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
|
მუხლი 8.
გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი |
1. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა
ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს პალატის წესდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.
4. აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე ან/და 50 წევრზე მეტი წევრის გაწევრიანებამდე, პალატის საერთო კრება შედგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებისაგან, ხოლო 50 წევრზე მეტი წევრის გაწევრიანების შემდეგ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრების შემადგენლობა შეიძლება განისაზღვროს არჩეული დელეგატებით.
5
. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2011
წლის 19 სექტ
ემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონი „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“. |
| მუხლი 9 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
30 დეკემბერი 2013 წ. ქ. თბილისი N184-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები