დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310600000.22.034.016270 |
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა" და „ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებაში (სსმ III, 29.10.2010 წ., №140, მუხ.2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობა, რომლის მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა, ან სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობა შეზღუდულია ფარდით ან სხვა ამგვარი საშუალებით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე, მთავრობის წევრებსა და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 8 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები