დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020090.57.069.016037 |
|
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებით (ვებგვერდი, 110623018, 23/06/2011) დამტკიცებულ „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესში“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებას, გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).“. ბ. მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც მიენიჭა სტატუსი ,,ტენდერი შეწყვეტილია."; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს.". 2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-3 მუხლის შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გარდამავალი დებულებები სისტემის მეშვეობით 2014 წლის პირველ იანვრამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს: ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც ტენდერს მიენიჭა სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“. ამ თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის 80% მიემართება გაზეთ „24 საათის“ ანგარიშზე, ხოლო 20% – სააგენტოს ანგარიშზე, სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს. ამ თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის 80% მიემართება გაზეთ „24 საათის“ ანგარიშზე, ხოლო 20% – სააგენტოს ანგარიშზე, სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები