დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016152 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 27/10/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №44 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინსტრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
სამსახურის ცნება |
|
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები |
|
მუხლი 3.
. სამსახურის ძირითადი სტრუქტურა |
2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან – მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყობილება
|
მუხლი 4.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება |
|
მუხლი 5.
. სამსახურის უფროსი |
|
მუხლი 6.
სამსახურის მოსამსახურე |
|
მუხლი 7.
განყოფილების უფროსი: |
განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამკანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა;
განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 8.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები |
1.განყოფილებისს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა.
2. საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) იხელმძღვანელონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალოდ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული საშუალებებით, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. განყოფილების საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლო რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიული დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის განაწესი;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას. |
მუხლი 9.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
| |||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები