დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016162 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
32
30/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
010250020.35.117.016162
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 24/02/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 01 იანვრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას. |
2.
პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით. |
მუხლი 2.
სამედიცინო მომსახურების სახეები |
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: |
ა)
მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); |
ბ)
ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); |
გ)
დიალიზი; |
დ)
კორონაროგრაფია. |
მუხლი 3.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება |
1.
სამედიცინო მომსახურებისათვის სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა). |
2.
მოსარგებლე საანგარიშო წლის პერიოდში დაფინანსდება ერთჯერადად. |
3.
სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია. |
მუხლი 4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია |
1.
მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); |
დ)
სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან. |
2.
მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“. |
მუხლი 5.
დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება |
1.
პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. |
2.
მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. |
3.
დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ თვითმმართველობის ორგანოში უნდა წარმოადგინოს: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); |
დ)
საბანკო ანგარიში. |
მუხლი 6.
პროგრამის ადმინისტრირება |
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების ან დაფინანსებაზე უარის თქმის თაობაზე. |
2.
ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების შესახებ გამგებლის წინადადების შესაბამისად გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. |
3.
23/02/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
32 -
ვებგვერდი, 05/03/2018
2.
07/04/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
13 -
ვებგვერდი, 11/04/2014
1.
24/02/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
07 -
ვებგვერდი, 27/02/2014
დოკუმენტის ცვლილებები
3
მიღების თარიღი : 23/02/2018
გამოქ. თარიღი : 05/03/2018
დოკუმენტის ნომერი : 32
ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
2
მიღების თარიღი : 07/04/2014
გამოქ. თარიღი : 11/04/2014
დოკუმენტის ნომერი : 13
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 24/02/2014
გამოქ. თარიღი : 27/02/2014
დოკუმენტის ნომერი : 07
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები