დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016096 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 24/09/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“-ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურისდებულება |
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახური |
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას, წინადადების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობასა და მათ მოწესრიგებას. მუნიციპალიტეტის გამგეობის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) სოფლის მეურნეობის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
მუხლი 3.
სამსახურის საჯარო მოხელეები |
ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის საჯარო მოხელეებია:
ა) სამსახურის უფროსი; ბ) განყოფილებების უფროსები; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) წამყვანი სპეციალისტი; ე) უფროსი სპეციალისტი; ვ) სპეციალისტი. |
მუხლი 4.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ) ეკონომიკიური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურეობას. ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობასა და მათ მოწესრიგებას. კ) მოიჯარეებთან მიწის გადასახადისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებების მაქსიმალურად გატარებას. ლ) წინადადებების შემუშვებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშვებელი საწარმოების შექმნის მიზნით. მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათ მობილიზებას სამუშაოების აგრო-ვადებში განხორციელების მიზნით. ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციები |
ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ) ეკონომიკიური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ზელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ვ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს,, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სოფლის მეურნეობის განყოფილება |
სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და მათ მოწესრიგებას; ბ) მოიჯარეებთან მიწის გადასახადისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების მაქსიმალურად გატარებას; გ) წინადადებების შემუშავებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მიზნით. დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათი მობილიზებას სამუშაოების აგროვადებში განხორციელების მიზნით; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის რეორგანიზაცია |
მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები