დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2005 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.10.003.000.052 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №51
2004 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
2005 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა ადგენს:
1. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს 2005 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების თანდართული ზღვრული მოცულობები.
2. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეთხოვოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამხედრო ძალების რიცხოვნობა.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პროექტზე მუშაობის დასრულებისა და შესაძლო სტრუქტურული რეფორმების გეგმის დამტკიცების შემდეგ საქართველოს მთავრობა 1 სექტემბრისათვის განიხილავს მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების შესწორებულ ზღვრულ მოცულობებს.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
2005 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობები
თანხა ათასი ლარობით
| N | დასახელება | რიცხოვნობა | ხარჯების ზღვრული მოცულობა |
| 1 | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 184 | 8,418.0 |
| 2 | საქართველოს მთავრობის კანცელარია | 192 | 2,886.9 |
| 3 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 63 | 420.8 |
| 4 | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო | 103 | 1,268.6 |
| 5 | საქართველოს უზენაესი სასამართლო | 249 | 2,105.0 |
| 6 | საერთო სასამართლოები | 1,356 | 8,360.0 |
| 7 | საქართველოს იუსტიციის საბჭო | 44 | 610.0 |
| 8 | საქართველოს პროკურატურა | 1,498 | 10,388.7 |
| 9 | ეროვნული უშიშროების საბჭო | 78 | 1,000.0 |
| 10 | საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 4,586 | 37,967.3 |
| 11 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | - | 67,000.0 |
| 12 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 26,042 | 79,510.4 |
| 13 | საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 5,014 | 14,593.6 |
| 14 | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო | 3,500 | 13,592.0 |
| 15 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 646 | 26,880.0 |
| 16 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 9,232 | 54,843.1 |
| 17 | მ.შ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია | 6,882 | 13,365.0 |
| 18 | მ.შ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია | 1,182 | 1,652.0 |
| 19 | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო | 232 | 19,701.1 |
| 20 | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო | 2,147 | 57,205.0 |
| 21 | მ.შ. საქართველოს ერთიანი სახელმწიფო საგზაო ფონდი | - | 46,700.0 |
| 22 | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო | 271 | 39,548.1 |
| 23 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 848 | 338,995.0 |
| 24 | მ.შ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი | - | 322,200.0 |
| 25 | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო | 4,284 | 5,694.3 |
| 26 | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 2,995 | 24,673.7 |
| 27 | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო | 86 | 57,232.0 |
| 28 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 4,851 | 13,600.0 |
| 29 | საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია | 63 | 511.5 |
| 30 | საქართველოს სახალხო დამცველის სამსახური | 44 | 222.0 |
| 31 | საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო | 25 | 226.0 |
| 32 | საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო |
35 | 519.1 |
| 33 | სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი | 224 | 424.8 |
| 34 | ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია | 90 | 140.0 |
| 35 | სხვა ორგანიზაციები | 156 | 478.6 |
| 36 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში | 31 | 54.9 |
| 37 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 16 | 93.9 |
| 38 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი გურიაში | 25 | 51.9 |
| 39 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი იმერეთში | 33 | 64.7 |
| 40 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი კახეთში | 26 | 62.3 |
| 41 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი მცხეთა-მთიანეთში | 25 | 47.3 |
| 42 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი რაჭა-ლეჩხუმში | 23 | 58.9 |
| 43 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი სამცხე-ჯავახეთში | 31 | 58.2 |
| 44 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ქვემო ქართლში | 36 | 65.3 |
| 45 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი შიდა ქართლში | 27 | 50.5 |
| 46 | საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში. | 20 | 50.6 |
შენიშვნა:
1. ხარჯების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ არის დონორი ორგანიზაციებიდან განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტები და ამ პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომუშავეთა რიცხოვნობაში გათვალისწინებული არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები