საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 03/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
164
03/04/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 03/04/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №164

2007 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ

მსოფლიოს წამყვან და გავლენიან ბიზნესსივრცეში საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცენტრის, პოზიტიური იმიჯის წარმოჩენისა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესის მხარდაჭერის მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანია „M&CSAATCHI“-სთან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმება 2007 წლის განმავლობაში მარკეტინგული კამპანიის განხორციელების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხარჯებისათვის 2621 კოდით გათვალისწინებული თანხიდან 7 788 946 (შვიდი მილიონ შვიდას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის კოდში გადატანის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი