დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 28/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №153
2007 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების ლაგოდეხის რაიონისათვის საკუთრებაში გადაცემისა და ზოგიერთი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) გადაცემაზე უარის თქმის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №1-1/491 ბრძანება) და, შესაბამისად, უარი ეთქვას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს თანდართული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების 100%-იანი წილების (აქციების) საკუთრებაში გადაცემაზე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები