დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 13/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №141
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 335 000 (სამას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ზ) დაბა ადიგენში მდინარე ქვაბლიანის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;“;
ბ) განკარგულებას დაემატოს მე-3 პუნქტი:
„3. საპროექტო დოკუმენტაციისათვის საჭირო ექსპერტიზის ხარჯები გაწეულ იქნეს ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები