დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 13/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №137
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ
საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო სახსრების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები